მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა

ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა

იმედი|imedinews.ge

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ევროპას თურქეთი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა.

აღნიშნული განცხადება ერდოღანმა თურქეთის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მან ბრიუსელს მოუწოდა თავი შეიკავოს იმგვარი ქმედებებისა და რიტორიკისგან, რამაც, შესაძლოა, „კონსტრუქციული პოზიცია“ დააზარალოს, რასაც, მისი აზრით, ბრიუსელი ძალიან უნდა აფასებდეს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი აღარ არის ის ქვეყანა, რომელიც ადრე იყო და, რომ მსოფლიო აღარ შემოიფარგლება დასავლური ქვეყნების გავლენის სფეროებით“, - განაცხადა ერდოღანმა.

მან ევროკავშირს მოუწოდა აღიაროს, რომ თურქეთის, როგორც სრულუფლებიანი წევრის გარეშე, ის გლობალურ მოთამაშედ ან მიზიდულობის ცენტრად ვერ ჩამოყალიბდება.

„ევროკავშირის სტრატეგიული სიბეცე თურქეთთან მიმართებით, სამწუხაროდ, ნარჩუნდება და ეს ბევრ ინსტიტუტში შესამჩნევია“, - დასძინა ერდოღანმა.

როგორც თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, სად დგას ანკარა, არამედ იმაში, თუ სად ხედავ ბრიუსელი საკუთარ თავს მომავალში. ერდოღანის აზრით, ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა.

„და ეს საჭიროება ხვალ უფრო გაიზრდება“, - თქვა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი