
ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა „გონის თამაშები” გაიხსნა
იმედი|imedinews.ge
ეროვნულ გალერეაში თემო ჯავახის პერსონალური გამოფენა “გონის თამაშები” გაიხსნა, რომელიც მხატვრის 75 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.
რამდენიმე საგამოფენო სივრცე, 48 წლიანი შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა მედიუმში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს.
კონცეფცია ეფუძნება ადამიანის მუდმივ სწრაფვას სიახლის შეცნობისა და სამყაროს შესწავლისკენ, რასაც მხატვარი გონების თამაშის მეტაფორით წარმოაჩენს.
გამოფენა კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით , 4 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge