მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მაგისტრატურის VIII გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მაგისტრატურის VIII გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მაგისტრატურის VIII გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა

იმედი|imedinews.ge

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მაგისტრის ხარისხი 40 მსმენელს მიენიჭა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამაგისტრო პროგრამის დასრულების ღონისძიება აკადემიის სააქტო დარბაზში გაიმართა. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ. მან ხაზი გაუსვა სამაგისტრო პროგრამების უპირატესობას, ცოდნის გაღრმავების მნიშვნელობას და მაგისტრებს პროფესიული წინსვლა უსურვა. პროგრამის კურსდამთავრებულებს შესაბამისი დიპლომები და სიგელები გადაეცათ.

მაგისტრატურის მსმენელებმა სწავლა წარმატებით დაასრულეს შემდეგი ოთხი სპეციალიზაციით: საერთაშორისო ურთიერთობები და სამხედრო დიპლომატია, თავდაცვის ანალიზი, უსაფრთხოების კვლევები და სახელმწიფო რესურსების მართვა. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების გარდა, კურსდამთავრებულებს შორის იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან. წელს მაგისტრატურა პირველად დაამთავრეს იმ სამოქალაქო პირებმა, რომლებიც სახელმწიფო უწყებებში არ არიან დასაქმებული.

ეროვნული თავდაცვის აკადემია ოთხ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს, სადაც 18 საგანი ისწავლება. სწავლის შესაძლებლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა

თეა წულუკიანი: საია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქმეების შემოტანაში ეხმარებოდა

იმედი

ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას

ეკა სეფაშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი საერთაშორისო გეოპოლიტიკურ რუკაზე კიდევ უფრო იზრდება და ეს ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას

იმედი

Euractiv: მაკრონი ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს

Euractiv: მაკრონი ფონ დერ ლაიენს მოზარდებისთვის სოციალური ქსელების დაბლოკვისკენ მოუწოდებს

იმედი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იმედი