
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
იმედი|imedinews.ge
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საიტზე ფოტოგრაფ შალვა გოქაძის კოლექციის ნაწილი გამოქვეყნდა. ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს. შალვა გოქაძე 1950-იანი წლებიდან ქართული პერიოდული პრესის ფოტორეპორტიორი იყო. მის კოლექციაში წარმოდგენილია კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეების პორტრეტები; თეატრალური, საოპერო და საბალეტო სპექტაკლების, საესტრადო და კლასიკური მუსიკის კონცერტების ამსახველი კადრები; თბილისის ხედები, არქიტექტურა და სოციალური ყოფა. კოლექციაში დაცული 1000-ზე მეტი ფოტოდან ონლაინ კოლექციისათვის 70-მდე სურათი შეირჩა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge