მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეროვნული ბანკი: ბოლო წლების მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პირველ კვარტალში ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს
ეროვნული ბანკი: ბოლო წლების მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პირველ კვარტალში ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს

ეროვნული ბანკი: ბოლო წლების მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პირველ კვარტალში ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს

იმედი|imedinews.ge

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 348.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დეფიციტის მშპ-სთან ფარდობა წლიურ ჭრილში 4.1 პროცენტული პუნქტით (პპ) გაუმჯობესდა და 3.8 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო წლების პირველი კვარტლების მონაცემების მიხედვით ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ნაკლებად იმპორტ-ინტენსიური ზრდის ტენდენციის შენარჩუნების ფონზე, მიმდინარე ანგარიშის მშპ-სთან ფარდობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი საქონლით ვაჭრობის ბალანსმა შეიტანა. კერძოდ, საქონლის ექსპორტი წლიურად 23.8 პროცენტით გაიზარდა, რაც ძირითადად ადგილობრივი საექსპორტო პროდუქციის ექსპორტის გაუმჯობესებით იყო განპირობებული. ამასთან, საქონლის იმპორტი 11.4 პროცენტით გაიზარდა. შედეგად, საქონლით ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესების ფონზე, სავაჭრო დეფიციტის მშპ-სთან ფარდობა წლიურ ჭრილში 3.4 პპ-ით გაუმჯობესდა და 18.5 პროცენტი შეადგინა.

ამავდროულად, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს კომპიუტერული და საინფორმაციო (ICT) მომსახურების ექსპორტი, რომელიც წლიურად 65.7 პროცენტით გაიზარდა და მშპ-ის 4.8 პროცენტი შეადგინა, რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. მიმდინარე ანგარიშის მშპ-სთან ფარდობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლი ასევე ითამაშა შემოსავლების ანგარიშის გაუმჯობესებამ.

მეორე მხრივ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის წლიური ტემპი შენელდა და პირველ კვარტალში 0.5 პროცენტი შეადგინა. თუმცა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის შენელება მნიშვნელოვნად დაბალანსდა როგორც ICT მომსახურებების ექსპორტის, ისე საქონლის ექსპორტის ზრდით.

მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რჩება, რომლის მოცულობამ 2026 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით მშპ-ის 3 პროცენტი შეადგინა.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი