მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირებს ფაქტორინგული პლატფორმების საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების პროცესში ჩართვას სთავაზობს
ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირებს ფაქტორინგული პლატფორმების საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების პროცესში ჩართვას სთავაზობს

ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირებს ფაქტორინგული პლატფორმების საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების პროცესში ჩართვას სთავაზობს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წელს ფაქტორინგის შესახებ კანონი დაამტკიცა, რომელიც ქვეყანაში ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტის განვითარებასა და ბიზნესსექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყობს ხელს. კანონი 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. ფაქტორინგი ისეთი გარიგებაა, რომლის დროსაც ძირითადი ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დებიტორული დავალიანების უფლება შესაბამის ფაქტორს გადაეცემა. ეს გარიგება რეგისტრირდება ფაქტორინგის შესაბამის რეესტრში და რეგისტრაციის შედეგად აღნიშნულ მოთხოვნაზე საკუთრების უფლება სწორედ ფაქტორზე გადადის. კანონის თანახმად, ფაქტორინგის მხარეს წარმოადგენენ სებ-ის რეგულირებული სუბიექტები - კომერციული ბანკები, მიკრობანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ფაქტორინგული კომპანიები. რაც შეეხება ფაქტორინგულ გარიგებებს, ისინი უნდა შესრულდეს ასევე სებ-ის ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრირებული ფაქტორინგული პლატფორმის მიერ. ფაქტორინგული პლატფორმა შესაძლოა იყოს შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურის მქონე სუბიექტი, რომლის ძირითადი საქმიანობა იქნება ფაქტორინგული გარიგებების საბირჟო მომსახურებით უზრუნველყოფა. მათ შორის ფაქტორინგის მხარეთა შორის შეთანხმებების ელექტრონულად შესრულება. პლატფორმის მიზანია ფაქტორინგის ბაზრის მონაწილეებს შორის ციფრული ურთიერთქმედების ხელშეწყობა, დებიტორული დავალიანების დაფინანსების პროცესის გამარტივება და ინოვაციური პროდუქტების განვითარების მხარდაჭერა. ეროვნული ბანკისთვის, საზედამხედველო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისა და შესაბამისი სარეგულაციო ჩარჩოს შემუშავების მიზნით, მნიშვნელოვანია ფაქტორინგით დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ინვესტორების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სებ-ის მიერ რეგულირებული სუბიექტების მოსაზრებებისა და ხედვის გაზიარება ფაქტორინგული პლატფორმის საზედამხედველო ჩარჩოს შემდგომი სრულყოფისთვის. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს ბაზრის საჭიროებების უკეთ იდენტიფიცირებას, სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას, ასევე უფრო გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს ჩამოყალიბებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები ფაქტორინგის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია პოტენციური მონაწილე მხარეების, ტექნოლოგიური პროვაიდერებისა და ფინანსური ორგანიზაციების ინტერესის, შესაძლებლობებისა და სექტორში შესაძლო ჩართულობის შესაფასებლად და შედეგად, ეფექტიანი ეკოსისტემის ჩამოსაყალიბებლად.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე გიორგი ახობაძეზე: ამ მორალის მქონე ზნედაცემული ხალხი დგას ახლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და რადიკალურ ფრთაზე. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც, პირადი გამორჩენის მიზნით, მზად არიან საკუთარი ქვეყანა გაწირონ

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის ალიანსზე: იქ  შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს იმდენად არაჯანსაღი პოლიტიკური ამბიციები ჰქონდათ, შეუძლებელი იყო მათი სინქრონული მოქმედება წარმოგვედგინა

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის ალიანსზე: იქ შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს იმდენად არაჯანსაღი პოლიტიკური ამბიციები ჰქონდათ, შეუძლებელი იყო მათი სინქრონული მოქმედება წარმოგვედგინა

იმედი

Telegraph: ბრიტანული ინსტიტუტები ტრანსგენდერულ იდეოლოგიასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებენ

Telegraph: ბრიტანული ინსტიტუტები ტრანსგენდერულ იდეოლოგიასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებენ

იმედი

ესპანური მემარჯვენე პარტია „ვოქსი“ ევროპაში უახლოეს არჩევნებში კონსერვატორების გამარჯვების მიზნით ძალების კოორდინაციას გეგმავს

ესპანური მემარჯვენე პარტია „ვოქსი“ ევროპაში უახლოეს არჩევნებში კონსერვატორების გამარჯვების მიზნით ძალების კოორდინაციას გეგმავს

იმედი