
ეროვნული კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ქართულ ფილმს წარადგენს - საკონკურსო განაცხადები 21 აგვისტოს ჩათვლით მიიღება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იმედი|imedinews.ge
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქვეყნის სახელით ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ქართულ ფილმს წარადგენს.
2027 წელს „ოსკარის“ 99-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოდან კინოსურათს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში წარადგენენ. ნამუშევრის შესარჩევად კონკურსი 4 აგვისტოდან გამოცხადდა. საკონკურსო განაცხადებს ეროვნული კინოცენტრი 21 აგვისტოს ჩათვლით მიიღებს.
სპეციალური კომისიის მიერ ფარული კენჭისყრით გამოვლენილი „ოსკარზე“ წარსადგენი კანდიდატი ფილმი მიმდინარე წლის 14 სექტემბრამდე დასახელდება.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge