მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Wall Street Journal: აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს
The Wall Street Journal: აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს

The Wall Street Journal: აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს

იმედი|imedinews.ge

ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, წინასწარ დაგეგმილი როტაციის ფარგლებში, აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.

ავიამზიდ Lincoln-ის ხანგრძლივი მისიის განმავლობაში პორტებში გაჩერებები მინიმალური იყო, რის გამოც კანონმდებლებმა ხომალდზე არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ შეშფოთება გამოთქვეს.

Lincoln-მა დაგეგმილი მისია ნოემბერში დაიწყო, ხოლო იანვარში, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ომის წინ, იგი ახლო აღმოსავლეთისკენ გადაამისამართეს. ავიამზიდი და მისი ავიაცია გადამწყვეტი აღმოჩნდა აშშ-ის კამპანიისთვის, რის შემდეგაც ხომალდი ირანული პორტების აშშ-ის მიერ დაწესებულ ბლოკადაში მონაწილეობს.

ოპერაციების მაღალმა ტემპმა და ხანგრძლივი მისიის სტრესმა მძიმე გავლენა იქონია მეზღვაურებზე. ამის შესახებ კანონმდებლები აცხადებენ, რომლებიც პენტაგონისგან ავიამზიდზე არსებული საყოფაცხოვრებო პირობებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ დამატებით ინფორმაციას ითხოვენ.

Lincoln-ის მისია 250 დღეზე მეტია გრძელდება, ხომალდი პორტში 200 დღეა არ შესულა და ღია ზღვაში ყოფნის რეკორდი მოხსნა - იუწყება სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი, რომელმაც წერილი გაუგზავნა თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტსა და სამხედრო-საზღვაო ძალების მდივნის მოვალეობის შემსრულებელ ჰუნგ კაოს.

ამერიკელი ოფიციალური პირის ცნობით, ავიამზიდის როტაცია მანამ იყო დაგეგმილი, ვიდრე ხომალდზე არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანს „ჰეზბოლას“ განიარაღებამდე არ დატოვებენ

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანს „ჰეზბოლას“ განიარაღებამდე არ დატოვებენ

იმედი

პიტ ჰეგსეტი: აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს

პიტ ჰეგსეტი: აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს

იმედი

საქართველოს ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია

იმედი

POLITICO: საფრანგეთში მეხანძრეთა პროფკავშირები მომავალ თვეს ეროვნული მასშტაბის საპროტესტო აქციისაკენ მოუწოდებენ - მიზეზი მთავრობისათვის წაყენებული ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ რეკორდულად ცხელი ზაფხულის განმავლობაში მეხანძრეებს სათანადო მხარდაჭერა არ გაუწია