მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეროვნული სატყეო სააგენტო საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ღონისძიებებს ატარებს
ეროვნული სატყეო სააგენტო საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ღონისძიებებს ატარებს

ეროვნული სატყეო სააგენტო საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ღონისძიებებს ატარებს

იმედი|imedinews.ge

ეროვნული სატყეო სააგენტო საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სანიტარიულ ჭრებს ახორციელებს. ღონისძიება ითვალისწინებს ზეხმელი და ძლიერ დაზიანებული ხეების ტერიტორიიდან გატანას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ისე მავნებლების შესაძლო გავრცელებისა და ტყის ხანძრის რისკის შესამცირებლად. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

„ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აღნიშნულ ფართობზე უკვე მიმდინარეობს სანიტარიული ჭრები, რაც ითვალისწინებს ტერიტორიიდან ზეხმელი და ძლიერ დაზიანებული ხეების გატანას. ეს ღონისძიებები მნიშვნელოვანია როგორც ფიჭვის კულტურების სანიტარიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ისე მავნებლების შესაძლო გავრცელებისა და ტყის ხანძრის რისკის შესამცირებლად“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

საჩხერის სატყეო უბანზე ფიჭვის კულტურების მდგომარეობის შესწავლისას, სატყეო ენტომოლოგებმა ფიჭვის ხეების ხმობისა და დაზიანების რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფიჭვების დასუსტების ძირითად მიზეზს 2023 წელს ძლიერი სეტყვის შედეგად მიღებული დაზიანებები წარმოადგენს. დაზიანებულმა და დასუსტებულმა ხეებმა შემდგომ წლებში სრულად აღდგენა ვერ შეძლეს.

ამ ეტაპზე მასობრივი მავნებელ-დაავადების გავრცელების გამომწვევი ფაქტორი არ გამოვლენილა. თუმცა, დასუსტებულ ხეებზე დაფიქსირდა ფიჭვის დიდი და პატარა მებაღის (Tomicuspiniperda, Tomicusminor) სასვლელები.

ტერიტორია სპეციალისტების მუდმივი მონიტორინგის ქვეშ რჩება. სანიტარიული ჭრების დასრულების შემდეგ, ეროვნული სატყეო სააგენტო აღნიშნულ ფართობზე ტყის აღდგენის ღონისძიებებს განახორციელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შაკო კუჭაშვილი: არც გინებას, არც შეურაცხყოფას და, მით უფრო, ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია, ელიზბარაშვილი რესტორანთან, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა - მტკნარი სიცრუეა მტკიცება, რომ თითქოს იგი ჩვენი საჩივრის საფუძველზეა დაკავებული

ირაკლი კირცხალია: როგორც კი საუბარი იწყება ქართველებისა და აფხაზების შერიგებაზე და საერთო მომავალზე, მაშინვე აქტიურდება აგენტურული ქსელი

ირაკლი კირცხალია: როგორც კი საუბარი იწყება ქართველებისა და აფხაზების შერიგებაზე და საერთო მომავალზე, მაშინვე აქტიურდება აგენტურული ქსელი

იმედი

ირაკლი ჭეიშვილი: ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადება, არ აქვს არსებითი განსხვავება, ვინ იქნება ის -  მაღალი თანამდებობის პირი, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, თუ დანარჩენი ქვეყნის მტრები, არის ყველაფერი სპეკულაცია

Reuters: არგენტინის პრეზიდენტი ფოლკლენდის კუნძულების გარშემო ნავთობის მოპოვებაზე სანქციების გამკაცრებას და თავდაცვის გაძლიერებას გეგმავს

Reuters: არგენტინის პრეზიდენტი ფოლკლენდის კუნძულების გარშემო ნავთობის მოპოვებაზე სანქციების გამკაცრებას და თავდაცვის გაძლიერებას გეგმავს

იმედი