მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოავლინეს

იმედი|imedinews.ge

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 65 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც ეროვნული სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 4 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის, 3 - სამცხე-ჯავახეთის, 1 - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, 3 - ქვემო ქართლის, 4 - გურიის, 2 - კახეთის, 1 - მცხეთა-მთიანეთის და 3 - შიდა ქართლის რეგიონებში.

ამასთან, გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 4 ფაქტი სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.

მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 464 ფაქტი გამოავლინეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

იმედი

სამეგრელოს პოლიციამ მესტიაში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელოს პოლიციამ მესტიაში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

იმედი

დავით ქართველიშვილი: საქართველო გზაჯვარედინზე მდებარე მცირე ქვეყნიდან გლობალური საქმიანი გადაწყვეტილებების მიღების მძლავრ შტაბ-ბინად გარდაიქმნება

დავით ქართველიშვილი: საქართველო გზაჯვარედინზე მდებარე მცირე ქვეყნიდან გლობალური საქმიანი გადაწყვეტილებების მიღების მძლავრ შტაბ-ბინად გარდაიქმნება

იმედი

Politico: კალასმა ევროპული თავდაცვის ახალი მაღალი დონის ჯგუფი გააუქმა, რაც მის ლიდერობას კიდევ ერთ დარტყმას აყენებს

Politico: კალასმა ევროპული თავდაცვის ახალი მაღალი დონის ჯგუფი გააუქმა, რაც მის ლიდერობას კიდევ ერთ დარტყმას აყენებს

იმედი