მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი გურიის რეგიონში ტყის აღდგენის მასშტაბურ პროექტს ადგილზე გაეცნო
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი გურიის რეგიონში ტყის აღდგენის მასშტაბურ პროექტს ადგილზე გაეცნო

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი გურიის რეგიონში ტყის აღდგენის მასშტაბურ პროექტს ადგილზე გაეცნო

იმედი|imedinews.ge

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი გურიის რეგიონში ტყის აღდგენის მასშტაბურ პროექტს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო უბანზე კომპლექსური პროექტი 18 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა. ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებთან ერთად, ტერიტორიაზე 15 000 -მდე წითელი ნუსხით დაცული იმერული და წაბლფოთოლა მუხის ასევე, ნეკერჩხლისა და აკაციის სახეობის ნერგები დაირგო.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ტყის აღდგენა-გაშენების ფართობი სპეციალური შესწავლის საფუძველზე შეირჩა, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით უზრუნველყოფს მარეგულირებელი ეკოსისტემური სერვისების გაძლიერებას ნიადაგის დაცვის თვალსაზრისით.

„ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბების ყოველწლიური ზრდა სატყეო რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ჩვენ გვაქვს ტყის აღდგენა-გაშენების გრძელვადიანი გეგმა, რომლის თანახმადაც 2026 წელს ეროვნული სატყეო სააგენტო ღონისძიებებს ქვეყნის 9 რეგიონში, 2600 ჰა-მდე ფართობზე განახორციელებს. ხოლო, 2036 წლისთვის ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 51 000 ჰა-მდე ფართობზე იქნება განხორციელებული“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი