
ესპანეთის პრემიერი ისრაელსა და რუსეთს სეუტას კრიზისზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
გასულ თვეს, ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი დინების ფონზე, რუსეთიც და ისრაელიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და ტირაჟირებაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ორშაბათს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კვლევაზე დაყრდნობით განაცხადა.
„30 და 31 ივლისის შემდეგ დაიწყო ჭორებისა და დეზინფორმაციის ტალღა ისეთი სოციალური ქსელებიდან, რომლებიც უკავშირდება როგორც რუსეთსა და ისრაელს, ისე ულტრამემარჯვენე საერთაშორისო ჯგუფებს. ეს უკანასკნელნი მიგრაციის თემას მუდმივად იყენებენ არა მხოლოდ ესპანეთზე, არამედ მთლიანად ევროპაზე შესატევად და მის დასაქსაქსად“, - განაცხადა სანჩესმა რადიო Cadena Ser-თან ინტერვიუში.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „აშკარაა“, რომ ორმა ქვეყანამ ეს კრიზისი ესპანეთის მთავრობაზე თავდასხმისთვის გამოიყენა, რადგან მადრიდს მათთან აზრთა სხვადასხვაობა აქვს უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებთან დაკავშირებული პოზიციების გამო.
იმედი
წყარო: imedinews.ge