მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კაია კალასი უშუალოდ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა
Euronews: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კაია კალასი უშუალოდ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უშუალოდ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

გეგმის განხილვა ოთხშაბათს, ირლანდიის ქალაქ უიკლოუში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე იგეგმება, რომელსაც თავად კალასი გაუძღვება.

საფრანგეთისა და გერმანიის ინიციატივის მთავარი მიზანია, საგარეო პოლიტიკაში ბლოკის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე სისუსტე - ინსტიტუციური უთანხმოება და არაკოორდინირებული მოქმედებები აღმოფხვრას.

ლისაბონის ხელშეკრულების კომპლექსური არქიტექტურის თანახმად, უმაღლესი წარმომადგენელი ხელმძღვანელობს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს (EEAS) და 27-ვე წევრი სახელმწიფოს სახელით გეგმავს, კოორდინაციას უწევს და ახორციელებს საგარეო პოლიტიკას.

ამასთან, ისეთი წონადი სფეროები, რომლებიც გლობალურ პოლიტიკას განსაზღვრავს - როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, კლიმატი და მიგრაცია - უმეტესწილად ევროკომისიის კომპეტენციაა, რაც EEAS-ს მოლაპარაკებების პროცესში ქმედით ბერკეტებს ართმევს.

გაფართოების პოლიტიკაც, რომელსაც ასევე მკვეთრი გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს, სრულად ევროკომისიის კონტროლქვეშ რჩება.

ძალაუფლების ასეთმა დანაწილებამ ურსულა ფონ დერ ლაიენს გზა გაუხსნა, საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი გავლენა მკვეთრად გაეზარდა, რაც ნათლად გამოჩნდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრისას მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებში. გარდა ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტი აქტიურად მართავდა მაღალი დონის ვიზიტებს და ხელს აწერდა არაერთ სტრატეგიულ შეთანხმებას.

გერმანულ-ფრანგული ინიციატივის თანახმად, კალასს უშუალო და ქმედითი როლი უნდა დაეკისროს ევროკომისიის იმ გენერალური დირექტორატების კოორდინაციაში, რომლებიც საგარეო პოლიტიკურ განზომილებას განაგებენ. კერძოდ, საუბარია განვითარების თანამშრომლობაზე, ჰუმანიტარულ დახმარებაზე, თავდაცვის მრეწველობაზე და სამეზობლო პოლიტიკაზე, რომელიც დანაწილებულია აღმოსავლეთ ევროპის და ახლო აღმოსავლეთისა თუ ჩრდილოეთ აფრიკის მიმართულებებად.

პრაქტიკული თვალსაზრისით, კალასის უფლებამოსილებები ევროკომისიის შიგნით მნიშვნელოვნად გაფართოვდება. თუმცა ეს სტატუსური დაწინაურება საბოლოოდ მაინც ფონ დერ ლაიენის ინტერესებში შედის, რადგან იგი ინარჩუნებს უმაღლესი ხელმძღვანელის სტატუსს - ეროვნულ დონეზე პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის არსებული იერარქიული მოდელის მსგავსად.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის პოზიციები, რომელსაც კალასი დღეს ფონ დერ ლაიენისგან დამოუკიდებლად უდგას სათავეში, შესუსტდება, რისი მთავარი მიზანიც ინსტიტუციური ჯახისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდებაა.

პარალელურად, საფრანგეთისა და გერმანიის ინიციატივა ითვალისწინებს საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცესში წევრი ქვეყნების როლის გამოკვეთასა და გაძლიერებას.

რეფორმის გატარება მოითხოვს 2010 წელს მიღებული იმ გადაწყვეტილების შესწორებას, რომლითაც EEAS-ი შეიქმნა, და არა ლისაბონის ხელშეკრულების ჩასწორებას. აღნიშნულ ცვლილებებს ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერა დასჭირდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 85 სტატია.

  • ისლანდიაში საყოველთაო რეფერენდუმი დასრულდა - კუნძულოვანმა სახელმწიფომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მინიმუმ 2028 წლამდე გაყინარუსთავი 2
  • ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ამდენი მოგზაური არასოდეს ჩამოსულა - მაია ომიაძეBM.GE
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
  • საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდაფორმულა
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

მადიარი: ევროპული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ მირჩია, ბიუროკრატიასთან საერთოდ არ შევიდე კონტაქტში და პასუხიც კი არ გავცე, რადგან ისინი ნებისმიერ წამოწყებას კლავენ - უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ მიგრაციის საკითხებზე

ელექტრონულ კალათას ახალი სუპერმარკეტების ქსელი, დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ელექტრონულ კალათას ახალი სუპერმარკეტების ქსელი, დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ირაკლი კირცხალია: ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან

ირაკლი კირცხალია: ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან

იმედი

Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი