მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ესპანეთმა იტალია გააფრთხილა, რომ მიიღებს „პროპორციულ ზომებს“, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს ესპანეთიდან ჩასულ მგზავრებზე
ესპანეთმა იტალია გააფრთხილა, რომ მიიღებს „პროპორციულ ზომებს“, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს ესპანეთიდან ჩასულ მგზავრებზე

ესპანეთმა იტალია გააფრთხილა, რომ მიიღებს „პროპორციულ ზომებს“, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს ესპანეთიდან ჩასულ მგზავრებზე

იმედი|imedinews.ge

ესპანეთმა პარასკევს იტალია გააფრთხილა, რომ მიიღებს „პროპორციულ ზომებს“, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს ესპანეთიდან ჩასულ მგზავრებზე.

იტალიამ 1-ელ აგვისტოს ესპანეთთან სასაზღვრო კონტროლი აღადგინა და დროებით შეაჩერა შენგენის შეთანხმება, რომელიც ევროპის 29 ქვეყანას შორის უვიზო და უპასპორტო მიმოსვლას ითვალისწინებს.

ეს არის ზომა, რომელსაც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ „ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად და ევროპის საზღვრების დასაცავად აუცილებელი არჩევანი“ უწოდა.

„იტალიის მთავრობის მიერ მიღებული ზომა არის უსამართლო, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს და დისკრიმინაციულია ესპანეთის მოსახლეობის მიმართ“, - აღნიშნულია ესპანეთის მთავრობის განცხადებაში, სადაც ის რომის ამ „უპრეცედენტო“ გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებს.

გარდა იმისა, რომ მადრიდმა მკაცრად გააკრიტიკა რომი სასაზღვრო კონტროლის დაწესების გამო, რამაც ზაფხულის არდადეგების სეზონის პიკში სამართლებრივი გაურკვევლობა შექმნა და ათასობით მგზავრი შეაფერხა, მან იტალია იმაშიც დაადანაშაულა, რომ ესპანეთს მიგრაციულ პოლიტიკას უწუნებს, მაშინ როდესაც საკუთარი საზღვრების დაცვას თავად ვერ უზრუნველყოფს.

„მიუხედავად იმისა, რომ იტალია ევროკავშირის ის წევრი ქვეყანაა, სადაც ბოლო წლებში არალეგალური გადაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და ეს ციფრები ზოგჯერ ორჯერ აღემატებოდა ესპანეთისას... ესპანეთს იტალიიდან ჩამოსულ მგზავრებზე კონტროლი არასდროს დაუწესებია“, - აცხადებს ესპანეთის მთავრობა.

მადრიდმა იტალიის მთავრობას ორი დღე მისცა იმისთვის, რომ ან გააუქმოს სასაზღვრო კონტროლი, ან საპასუხო ზომებს წააწყდება, რომლებიც ესპანეთის მოქალაქეების „ინტერესებისა და ღირსების დაცვას“ ისახავს მიზნად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საფრანგეთი არ დაუშვებს უცხოური ჩარევის არცერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს, საარჩევნო პროცესებში - ეს ყოველივე ფრანგი ხალხის ექსკლუზიური და ხელშეუხებელი უფლებაა

გიორგი სიხარულიძე: მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს

გიორგი სიხარულიძე: მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს

იმედი

შოთა ქევხიშვილი: ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის: ჩვენ განვითარებასა და შედეგებზე ვსაუბრობთ, თქვენ კი - პროტესტსა და დესტრუქციაზე

შოთა ქევხიშვილი: ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის: ჩვენ განვითარებასა და შედეგებზე ვსაუბრობთ, თქვენ კი - პროტესტსა და დესტრუქციაზე

იმედი

ნიკოლოზ კახეთელიძე: ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომელთა არსი ან სათანადოდ ვერ გაუგიათ, ან საზოგადოებას შეგნებულად აწვდიან არასწორ ინფორმაციას

ნიკოლოზ კახეთელიძე: ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომელთა არსი ან სათანადოდ ვერ გაუგიათ, ან საზოგადოებას შეგნებულად აწვდიან არასწორ ინფორმაციას

იმედი