მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შოთა ქევხიშვილი: ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის: ჩვენ განვითარებასა და შედეგებზე ვსაუბრობთ, თქვენ კი - პროტესტსა და დესტრუქციაზე
შოთა ქევხიშვილი: ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის: ჩვენ განვითარებასა და შედეგებზე ვსაუბრობთ, თქვენ კი - პროტესტსა და დესტრუქციაზე

შოთა ქევხიშვილი: ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის: ჩვენ განვითარებასა და შედეგებზე ვსაუბრობთ, თქვენ კი - პროტესტსა და დესტრუქციაზე

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრი და დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ქევხიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლის, ნიკა ჩერქეზიშვილის მიერ ერთ-ერთ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციონერი კოლეგის განცხადება სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

შოთა ქევხიშვილის განმარტებით, სამშენებლო ნებართვის შესახებ საუბრისას არ არის დაკონკრეტებული, რომელ პერიოდს ეხება აღნიშნული მონაცემები, რა ტიპის ნებართვებზეა საუბარი და რა მოცულობის პროექტებს მოიცავს. მისივე თქმით, სამშენებლო ნებართვა ავტომატურად არ ნიშნავს მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, საქსტატის მეთოდოლოგიაში შედის როგორც ახალი მშენებლობა, ისე რეკონსტრუქცია.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, სამშენებლო ნებართვები გაიცემა არა მხოლოდ საცხოვრებელ კომპლექსებზე, არამედ სავაჭრო, სასტუმრო, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა დანიშნულების ობიექტებზეც, რაც ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს.

შოთა ქევხიშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს ქალაქში ჯერ მშენებლობები მიმდინარეობს და მხოლოდ შემდეგ იგეგმება ინფრასტრუქტურა. მისი თქმით, 2019 წელს, კახა კალაძის პერიოდში დამტკიცებული თბილისის განვითარების გენერალური გეგმა სწორედ ქაოსური განაშენიანების პრევენციასა და ქალაქის გეგმაზომიერ განვითარებას ემსახურება.

საკრებულოს წევრმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საცობები ქალაქისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გადაადგილების გაუმჯობესების მხრივ სისტემური მუშაობა მიმდინარეობს.

„კახა კალაძეზე საუბრისას არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თბილისელებმა ნდობა მას ზედიზედ სამჯერ გამოუცხადეს და დედაქალაქის მართვა ანდეს. თქვენ კი ალტერნატივად თბილისელებს ვერ შესთავაზეთ ვერც განვითარების გეგმა, ვერც სატრანსპორტო რეფორმა, ვერც ინფრასტრუქტურული ხედვა და ვერც ურბანული განვითარების სტრატეგია. ერთადერთი, რაც შესთავაზეთ, იყო მასობრივი გაფიცვის მოწოდება. ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის: ჩვენ განვითარებასა და შედეგებზე ვსაუბრობთ, თქვენ კი - პროტესტსა და დესტრუქციაზე“, - განაცხადა შოთა ქევხიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ესპანეთმა იტალია გააფრთხილა, რომ მიიღებს „პროპორციულ ზომებს“, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს ესპანეთიდან ჩასულ მგზავრებზე

ესპანეთმა იტალია გააფრთხილა, რომ მიიღებს „პროპორციულ ზომებს“, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს ესპანეთიდან ჩასულ მგზავრებზე

იმედი

გიორგი სიხარულიძე: მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს

გიორგი სიხარულიძე: მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს

იმედი

ნიკოლოზ კახეთელიძე: ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომელთა არსი ან სათანადოდ ვერ გაუგიათ, ან საზოგადოებას შეგნებულად აწვდიან არასწორ ინფორმაციას

ნიკოლოზ კახეთელიძე: ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომელთა არსი ან სათანადოდ ვერ გაუგიათ, ან საზოგადოებას შეგნებულად აწვდიან არასწორ ინფორმაციას

იმედი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ათენის მერს, ჰარის დუკასს შეხვდნენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ათენის მერს, ჰარის დუკასს შეხვდნენ

იმედი