მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ესპანეთმა პორტუგალია დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა
ესპანეთმა პორტუგალია დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა

ესპანეთმა პორტუგალია დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა. მერვედფინალურ დაპირისპირებაში ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა პორტუგალიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

დალასში გამართული შეხვედრის ბედი მატჩის მიწურულს გადაწყდა - ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე (90+1) მიკელ მერინომ გაიტანა.

ესპანეთისთვის ეს გამარჯვება ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ 2010 წელს გახდა ესპანეთი პირველად და ჯერჯერობით ერთადერთხელ მსოფლიო ჩემპიონი.

მეოთხედფინალში ესპანელები აშშ-სა და ბელგიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან. ეს მატჩი თბილისის დროით სამშაბათს, 04:00 საათზე დაიწყება.

მსოფლიო ჩემპიონატი 19 ივლისს დასრულდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი