
ესპანეთში ხანძარმა დაახლოებით, 35 000 ჰექტარი ფართობის ტყე გაანადგურა - სინოპტიკოსები ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ და აცხადებენ, რომ ეს ცეცხლის ლოკალიზებას კიდევ უფრო გაართულებს
იმედი|imedinews.ge
ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთით სევილიაში ტყის ხანძრის გავრცელების რისკი გაიზარდა. სინოპტიკოსები ქარის გაძლიერებას პროგნოზირებენ და აცხადებენ, რომ ეს ცეცხლის ლოკალიზებას კიდევ უფრო გაართულებს და ახალი კერების წარმოქმნას შეუწყობს ხელს. ხანძარმა დაახლოებით, 35 000 ჰექტარი ტყის ფართობი უკვე გაანადგურა.
რთული ვითარებაა საფრანგეთშიც. ცეცხლთან საბრძოლველად პარიზი ავსტრალიის მიერ მიწოდებულ სპეციალურ ვერტმფრენებს გამოიყენებს, რომელიც ექსპლოატაციისთვის საფრანგეთს სექტემბრამდე გადაეცა. ვითარებას მეხანძრეების გაფიცვაც ართულებს. მეხანძრე მაშველები სახანძრო სისტემის მოდერნიზებას, მეხანძრეთა რაოდენობის და ბიუჯეტის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და საპენსიო უზრუნველყოფას ითხოვენ.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge