მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Reuters: უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში დროებითი ზავის დადება შესთავაზა
Reuters: უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში დროებითი ზავის დადება შესთავაზა

Reuters: უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში დროებითი ზავის დადება შესთავაზა

იმედი|imedinews.ge

უკრაინამ რუსეთს შეთავაზება გაუგზავნა, რომლის მიხედვითაც ორივე მხარემ შავ ზღვაში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები უნდა შეაჩეროს. ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც შავ ზღვაში გემებსა და პორტებზე გახშირებულმა თავდასხმებმა სურსათის გლობალურ მარაგებს საფრთხე შეუქმნა.

წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ თავდასხმების შეჩერების შესახებ შეთავაზება კიევმა მესამე მხარის მეშვეობით გადასცა მოსკოვს და უკრაინა პასუხს ჯერ კიდევ ელოდება.

რუსეთი და უკრაინა, რომლებიც მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან, ერთმანეთს საექსპორტო გადაზიდვებისთვის გამოყენებულ გემებზე გახშირებულ თავდასხმებში ადანაშაულებენ.

ივლისის ბოლოს უკრაინა იძულებული გახდა ალტერნატიული საზღვაო მარშრუტებისთვის მიემართა მას შემდეგ, რაც ბევრმა გემთმფლობელმა ოდესის პორტებში, რომლებიც მარცვლეულის ექსპორტის უმნიშვნელოვანესი ჰაბია, შესვლა შეაჩერა. გადაწყვეტილება რუსული თავდასხმების შედეგად ათობით გემის დაზიანების შემდეგ მიიღეს.

თავის მხრივ, უკრაინის თავდასხმის შემდეგ რუსეთს ოთხშაბათსა და ხუთშაბათს შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკში სამივე ტერმინალის ოპერაციების შეჩერება მოუწია. შედეგად, რუსეთს მარცვლეულის ექსპორტის კიდევ უფრო შემცირება მოუწევს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ მოსკოვს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.

რუსეთი არაერთხელ ცდილობდა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი საპორტო ოპერაციებისა და საზღვაო გადაზიდვების შეჩერებას, რომლებიც ომით მნიშვნელოვნად დაზარალებული უკრაინის ეკონომიკისთვის კრიტიკულ როლს ასრულებს, წერს Reuters-ი.

2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაერომ და თურქეთმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის შედეგადაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი გაგრძელდა და მოსალოდნელი გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას შეუწყო ხელი. 2023 წელს რუსეთმა შეთანხმების გაგრძელებაზე უარი თქვა.

ამის შემდეგ უკრაინამ საზღვაო გადაზიდვების ახალი მარშრუტი შექმნა, რომელიც ბოლო ესკალაციამდე ფუნქციონირებდა. უკრაინის განცხადებით, ალტერნატიული გზები, როგორც სარკინიგზო, ისე მდინარე დუნაის გავლით, უკიდურესად შეზღუდულია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 236 სტატია.

  • პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე უკრაინისთვის Patriot-ის გადაცემას განიხილავსფორმულა
  • უკრაინამ ვორონეჟის ოლქში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბატვ პირველი
  • კახა კალაძე: გადახედეთ, რა მონაცემებია ევროპული ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდარუსთავი 2
  • ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას - სიბიჰაBM.GE
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ნანა კაკაბაძე: ხალხის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, პოლიტიკურად მაინც აგონ პასუხი დამნაშავე პოლიტიკოსებმა და დაჩქარდეს ის პროცესი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამნაშავე პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ჰქვია

დავით ქართველიშვილი: რიტორიკული შეკითხვა - რა ატყდება დღეს საქართველოში, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, დანიის, პოლონეთის, ჩეხეთის და აწ უკვე გერმანიის მსგავსად, ჩვენც რომ გავაძევოთ სამშობლოში სამობილიზაციო ასაკის უკრაინელები?

საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

იმედი

სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

იმედი