მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

იმედი|imedinews.ge

გერმანიაში პოლიტიკური ძალადობის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა - 2025 წელს მკვეთრად და თანმიმდევრულად იმატა როგორც პარტიების წარმომადგენლებზე თავდასხმებმა, ისე პოლიტიკური მოტივით ჩადენილმა დანაშაულებმა მოსახლეობაში, - წერს ესპანური გამოცემა El País-ი სტატიაში სათაურით „მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია“.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია, სულ მცირე, წელსაც გაგრძელდება, რისი მიზეზიც პოლიტიკური რიტორიკის რადიკალიზაცია და საზოგადოების მზარდი პოლარიზაციაა.

გასულ წელს პოლიტიკური პარტიების წევრებზე 5 140 თავდასხმა დაფიქსირდა, რაც 40%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, როდესაც 3 690 შემთხვევა აღირიცხა. შედარებისთვის, 2023 წელს პოლიციამ 2 790 ასეთი ფაქტი დააფიქსირა. ეს უახლესი მონაცემები ცნობილი გახდა ფედერალური მთავრობის პასუხიდან პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო შეკითხვაზე.

კრიმინალური პოლიციის ფედერალურმა სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს განაცხადეს, რომ 2025 წელს ფედერალურმა და რეგიონულმა სამართალდამცავმა უწყებებმა, ზოგადად, პოლიტიკური მოტივით ჩადენილი სულ 85 837 დანაშაული დაარეგისტრირეს.

როგორც წინა პერიოდებში, პოლიტიკური მოტივით ჩადენილი დანაშაულების უდიდესი ნაწილი - სულ 42 544 შემთხვევა - კვლავ მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ფრთიდან მომდინარე ძალადობრივ აქტებზე მოდის. ამ შემთხვევების უმრავლესობა ე.წ. პროპაგანდისტული დანაშაულია, მაგალითად, არაკონსტიტუციური ორგანიზაციების სიმბოლიკის გამოყენება. ამასთანავე, სტატისტიკა ავლენს ულტრამემარჯვენე მოტივით ჩადენილ 1 598 ძალადობრივ დანაშაულს, როგორიცაა, მაგალითად, ფიზიკური თავდასხმები.

მემარცხენე ფრთის მიერ პოლიტიკური მოტივით ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 35%-ით გაიზარდა და 13 490 შემთხვევას შეადგენს. ამ კატეგორიაში ძალადობრივი ფაქტები თითქმის 43%-ით არის მომატებული - 762-დან 1 087 შემთხვევამდე. თუმცა, ამ შემთხვევების უმრავლესობა მხოლოდ მატერიალურ ზიანს გულისხმობს.

პოლიტიკური ანალიტიკოსი ფრანკო დელე დონე განმარტავს, რომ გერმანელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების მზარდი ტენდენცია, დიდწილად, პოლიტიკის მიმართ უფრო პოლარიზებული ხედვის გავრცელებით აიხსნება. ამასთანავე, მისივე პროგნოზით, უახლოეს მომავალში ამ მაჩვენებლის კლება მოსალოდნელი არ არის.

უახლოესი თვეების პროგნოზი პოლიტიკური ძალადობის უკან დახევაზე, პოლარიზაციასა და პოლიტიკური რიტორიკის რადიკალიზაციის კლებაზე ნამდვილად არ მიუთითებს. სექტემბერში მნიშვნელოვანი რეგიონული არჩევნებია მოსალოდნელი: ბერლინი, მეკლენბურგ-წინა პომერანია და საქსონია-ანჰალტი ახალ პარლამენტებს აირჩევენ. ამ არჩევნებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან, რადგან არსებობს შანსი, რომ AfD ზოგიერთ ამ რეგიონში ყველაზე მეტი ხმის მქონე პოლიტიკურ ძალად იქცეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ძალადობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • "დოიჩე ველეს" გამოძიება: "ეპშტეინის ფაილებში" სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი აღმოჩნდარუსთავი 2
  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
  • შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე ერთ-ერთი თავდამსხმელი ძალადობის ბრალდებით დააკავაფორმულა
  • პოლიციის პოლკოვნიკმა იოსებ სიგუამ, რომელსაც ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვაBM.GE
ძალადობის →

მსგავსი სტატიები

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იმედი

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

იმედი

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

იმედი