მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეტნას ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტი დაიხურა
ეტნას ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტი დაიხურა

ეტნას ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტი დაიხურა

იმედი|imedinews.ge

სიცილიაზე კატანიის აეროპორტი ვულკან ეტნას ამოფრქვევის გამო დაიხურა, რაც სულ მცირე ადგილობრივი დროით 14 აგვისტოს 02:00 საათამდე გასტანს. არ არის გამორიცხული, რომ შეზღუდვები გაგრძელდეს.

ეტნას ამოფრქვევის გამო სიცილიის აეროპორტების მუშაობა უკვე რამდენიმე დღეა სერიოზულად არის შეფერხებული. ცვლილებები ასობით რეისს შეეხო - ნაწილი გაუქმდა ან გადაიდო, თვითმფრინავების ნაწილი კი კატანიიდან პალერმოსა და კომიზოს აეროპორტებში გადამისამართდა. მგზავრები იუწყებიან გადატვირთული მატარებლებისა და ალტერნატიულ აეროპორტებამდე მიღწევის მცდელობისას ტაქსის ფასების მკვეთრი ზრდის შესახებ.

7 აგვისტოდან ეტნა დიდი რაოდენობით ფერფლსა და გავარვარებული ქანების ნატეხებს ამოაფრქვევს. იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ლავის მძლავრი ნაკადები 2360 და 2750 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ორი კრატერიდან გადმოდის.

ეტნა ევროპაში ყველაზე აქტიური ვულკანია, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ამოიფრქვევა. აქტივობის წინა პერიოდი ივლისის დასაწყისში იყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

GCCA-მა „ხეირი ნახე“ სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა

GCCA-მა „ხეირი ნახე“ სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა

იმედი

ზელენსკი: მოგვყიდეთ აშშ-ის Patriot-ების რაკეტების მარაგის 10% და ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ

ზელენსკი: მოგვყიდეთ აშშ-ის Patriot-ების რაკეტების მარაგის 10% და ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ

იმედი

აბას არაღჩი: საფრანგეთის მსგავსმა ქვეყნებმა მსოფლიოსთვის „ადამიანის უფლებებისა“ და საერთაშორისო სამართლის შესახებ ჭკუის სწავლებას თავი უნდა დაანებონ

აბას არაღჩი: საფრანგეთის მსგავსმა ქვეყნებმა მსოფლიოსთვის „ადამიანის უფლებებისა“ და საერთაშორისო სამართლის შესახებ ჭკუის სწავლებას თავი უნდა დაანებონ

იმედი

12 აგვისტოს, ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

12 აგვისტოს, ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

იმედი