მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 12 აგვისტოს, ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა
12 აგვისტოს, ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

12 აგვისტოს, ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

იმედი|imedinews.ge

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში, 12 აგვისტოს, ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ღონისძიების ფარგლებში, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ „წლის მოხალისე” დააჯილდოვეს, რომელიც ლუკა მიქაუტაძე გახდა.

დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ ბულვარსა და ფალიაშვილის ქუჩაზე მოწყობილი იყო სხვადასხვა საგანმანათლებლო, სტარტაპ და ახალგაზრდული ორგანიზაციების საგამოფენო სივრცეები. ჩატარდა შემეცნებითი ქვიზები, ინტერაქციული თამაშები, სპორტული აქტივობები, რადიომართვადი მანქანების (RC) შოუ და თანამედროვე დრონების სანახაობრივი წარმოდგენა.

ასევე, მოეწყო მოხალისეობის აპლიკაციის, ახალგაზრდობის სააგენტოს, ახალგაზრდული ბარათისა და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა Coursera-ს პრეზენტაციები.

დღის ბოლოს გაიმართა ჯგუფების - „ურსას” და Goofy Land-ის კონცერტი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ქაჯაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქუთაისის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინესრუსთავი 2
  • შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ქუთაისში ქალის დაყაჩაღება სცადაფორმულა
  • საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენBM.GE
  • ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელმაც ავტომანქანის გაქურდვა სცადატვ პირველი
ქუთაისის →

მსგავსი სტატიები

GCCA-მა „ხეირი ნახე“ სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა

GCCA-მა „ხეირი ნახე“ სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა

იმედი

ზელენსკი: მოგვყიდეთ აშშ-ის Patriot-ების რაკეტების მარაგის 10% და ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ

ზელენსკი: მოგვყიდეთ აშშ-ის Patriot-ების რაკეტების მარაგის 10% და ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ

იმედი

აბას არაღჩი: საფრანგეთის მსგავსმა ქვეყნებმა მსოფლიოსთვის „ადამიანის უფლებებისა“ და საერთაშორისო სამართლის შესახებ ჭკუის სწავლებას თავი უნდა დაანებონ

აბას არაღჩი: საფრანგეთის მსგავსმა ქვეყნებმა მსოფლიოსთვის „ადამიანის უფლებებისა“ და საერთაშორისო სამართლის შესახებ ჭკუის სწავლებას თავი უნდა დაანებონ

იმედი

ეტნას ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტი დაიხურა

ეტნას ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტი დაიხურა

იმედი