მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „ეცის ყინულის კაცის“ სხეულში სიცოცხლის ფორმები აღმოაჩინეს
„ეცის ყინულის კაცის“ სხეულში სიცოცხლის ფორმები აღმოაჩინეს

„ეცის ყინულის კაცის“ სხეულში სიცოცხლის ფორმები აღმოაჩინეს

იმედი|imedinews.ge

იტალიის მუმიების შესწავლის ინსტიტუტის (Eurac) მკვლევრებმა 5300 წლის ეცის „ყინულის კაცის“, სხეულზე სიცივესთან ადაპტირებული საფუვრის ბაქტერიები აღმოაჩინეს, რომელიც გამრავლებას დღემდე აგრძელებს.

მუმია, რომელსაც ეცი დაარქვეს, გერმანელმა ტურისტებმა 1991 წლის სექტემბერში, იტალიის ალპებში, მყინვარში აღმოაჩინეს. სოკოების ზრდის თავიდან ასაცილებლად, ის ფენოლის შემცველი ხსნარით დაამუშავეს. შემდეგ მაცივარში ინახავდნენ, –6 °C ტემპერატურასა და 99%-იან ფარდობით ტენიანობაზე. ეს აუცილებელია მიკროორგანიზმების ზრდის აღსაკვეთად.

2019 წელს მუმიის მიკრობიომის შესწავლა დაიწყო. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მუმიის შიგნით და გარეთ არსებული ბაქტერიები სხვადასხვანაირად განვითარდნენ. „ყინულის კაცის“ ნაწლავებში შენარჩუნდა უძველესი მიკროფლორა, ხოლო კანზე პირვანდელი ბაქტერიები მყინვარიდან მოხვედრილმა მიკრობებმა შეცვალა.

მკვლევრებმა მუმიის კანიდან და მისი შინაგანი ორგანოებიდან სიცივის მოყვარული საფუვრის 4 სახეობის გაცოცხლება შეძლეს. მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ ამ მიკროორგანიზმებმა ყინულში 5,3 ათასი წელი მძინარე მდგომარეობაში გაატარეს ან იმ სოკოების შთამომავლებს წარმოადგენენ, რომლებმაც ადამიანის სხეული დაღუპვისთანავე დაფარეს.

კვლევამ აჩვენა, რომ საფუარი (Glaciozyma) და ბაქტერია (Pseudomonas sp. 5C2) მუმიის სხეულზე არა მხოლოდ გადარჩნენ, არამედ დროთა განმავლობაში მრავლდებიან კიდეც - 2019 წლის ნიმუშებში მათი რაოდენობა უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე 2010 წელს.

„მუმიები უცვლელი არტეფაქტები კი არა, მაღალი ცვალებადობის მქონე ბიოლოგიური სისტემებია“, - აღნიშნა ინსტიტუტის დირექტორმა, ფრანკ მაიქსნერი

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი