მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. eTwinning-ის პლატფორმაზე რეგისტრაცია გრძელდება
eTwinning-ის პლატფორმაზე რეგისტრაცია გრძელდება

eTwinning-ის პლატფორმაზე რეგისტრაცია გრძელდება

იმედი|imedinews.ge

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამა eTwinning-ის პლატფორმაზე გაწევრიანების (რეგისტრაციის) მსურველი მასწავლებლებისთვის საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით შეხვედრებს აწყობს. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შეხვედრების თემაა – „ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმაზე (ESEP) მუშაობა და eTwinning-ის პროექტების ინიცირება“.

შეხვედრების მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ გამოცდილი სპეციალისტების დახმარებით ჩაერთონ საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობაში. გაეცნონ საერთაშორისო პარტნიორების მოძიებისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვის საშუალებებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მექანიზმებს და წარმატებული საერთაშორისო პროექტების პრაქტიკულ მაგალითებს.

eTwinning არის ევროპული სასკოლო თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ინოვაციური პრაქტიკის განვითარებას. პროგრამის ძირითადი სამუშაო სივრცე (ESEP) 27 ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც ფუნქციონირებს.

პროგრამა eTwinning საქართველოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით უკვე 12 წელია ხორციელდება. ამჟამად, საქართველოდან პორტალზე 6000-მდე მასწავლებელია რეგისტრირებული. ქართველი მასწავლებლების მონაწილეობით განხორციელდა 6549 პროექტი, რომელთაგან 1704-ს მინიჭებული აქვს ევროპის ხარისხის ნიშანი (EQL).

ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმაზე გაწევრიანება ნებისმიერ მასწავლებელს დამოუკიდებლადაც შეუძლია.

პლატფორმაზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია: https://youtu.be/CDW1jNikWQ4?feature=shared

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე: etwinningplus@tpdc.ge

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი