მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euractiv: ევროპას დრონების წარმოება დამოუკიდებლად სურს, თუმცა ჩინეთზე დამოკიდებულება გადაუჭრელ პრობლემად რჩება
Euractiv: ევროპას დრონების წარმოება დამოუკიდებლად სურს, თუმცა ჩინეთზე დამოკიდებულება გადაუჭრელ პრობლემად რჩება

Euractiv: ევროპას დრონების წარმოება დამოუკიდებლად სურს, თუმცა ჩინეთზე დამოკიდებულება გადაუჭრელ პრობლემად რჩება

იმედი|imedinews.ge

ევროპის ქვეყნების სამხედრო უწყებები და თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლები სულ უფრო აქტიურად ავითარებენ უპილოტო საფრენ აპარატებს და ცდილობენ ამ სფეროში დამოუკიდებელი, სუვერენული შესაძლებლობების შექმნას, თუმცა, უცხოელ მომწოდებლებზე დამოკიდებულებისგან სრულად გათავისუფლება პრაქტიკულად შეუძლებელ ამოცანად რჩება. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინამ რუსეთთან ომში დრონები განსაკუთრებული ეფექტიანობით გამოიყენა და დასავლელ პარტნიორებთან ერთობლივი საწარმოო შეთანხმებებიც გააფორმა, რათა გაზარდოს წარმოება და საკუთარი საბრძოლო გამოცდილება გაუზიაროს მოკავშირეებს. ევროკავშირის ფინანსური დახმარების პირველი ტრანში კიევმა სწორედ დრონების შესაძენად გამოიყენა, თუმცა ამისთვის სპეციალური გამონაკლისის მოთხოვნა გახდა საჭირო, რადგან სესხის პროგრამა ევროპული წარმოების პროდუქციის პრიორიტეტს ითვალისწინებს, მაშინ როდესაც დრონების მრავალი კომპონენტი მესამე ქვეყნებიდან მოდის.

დრონების მწარმოებლებისთვის, იქნება ეს საჰაერო თუ სახმელეთო სისტემები, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მაგნიტები წარმოადგენს. ისინი ძრავებისა და როტორების აუცილებელი კომპონენტებია, ხოლო ამ სფეროში ჩინეთს თითქმის მონოპოლიური პოზიცია უკავია, წერს გამოცემა.

გარდა ამისა, ევროპაში განსაკუთრებით რთულია მოწინავე ნახევარგამტარების, სენსორული კომპონენტებისა და ბატარეების მოძიება.

COVID-19-ის პანდემიამ ნათლად აჩვენა, რამდენად ძლიერად აკონტროლებს ჩინეთი ევროპულ მიწოდების ჯაჭვებს. მაშინ ბევრმა ევროპულმა კომპანიამ მომწოდებლების დივერსიფიკაცია ვერ შეძლო.

შვედური მაღალტექნოლოგიური კომპანიის TERASi-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯეიმს კემპიონის თქმით, კომპონენტების უმრავლესობის შემთხვევაში ჩინური წარმოება ეკონომიკურად გაცილებით კონკურენტუნარიანია, განსაკუთრებით ელექტრონიკის სფეროში.

„ფინანსური თვალსაზრისით, რეალური ალტერნატივა პრაქტიკულად არ არსებობს“, - აცხადებს ის.

კემპიონი და მისი გუნდი დრონებისთვის უსაფრთხო 6G საკომუნიკაციო სისტემის განვითარებაზე მუშაობენ, რომელიც კონცენტრირებული ლაზერის მსგავსი სიგნალების გამოყენებით მუშაობს და მისი ჩახშობა გაცილებით რთულია.

მისი თქმით, ჩინური კომპონენტების გამოყენებას გარკვეული რისკებიც ახლავს.

„თუ პროდუქტს ჩინეთიდან ყიდულობთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ, შესაძლოა, მასში ჩაშენებული იყოს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ე.წ. kill switch-ის - სისტემის დისტანციური გათიშვის მექანიზმის - როლს შეასრულებს“, - განაცხადა კემპიონმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ეროვნული დაზვერვა: ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი უჰანის ლაბორატორიის კვლევებს აფინანსებდა და COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა

ირაკლი კირცხალია: ვუსურვებ ყველა კანდიდატ და მათ შორის ჩემს ქვეყანას იმ კავშირში გაწევრიანებას, სადაც ქვეყნის ღირსებას სცემენ პატივს და არა ისეთ კავშირებში, სადაც განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში ვხედავთ ამორალურ მიდგომებს

„ბოდიშს მოვუხდი, მაპატიოს სასამართლომ“ - შალვა პაპუაშვილის მიმართ სოციალურ ქსელში მიყენებული შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებული ადმინისტრაციული საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიდო

„ბოდიშს მოვუხდი, მაპატიოს სასამართლომ“ - შალვა პაპუაშვილის მიმართ სოციალურ ქსელში მიყენებული შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებული ადმინისტრაციული საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიდო

იმედი

ვახტანგ ცინცაძე: წელს პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა, იანვარ-მაისის პერიოდში კი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 66%-ს გადააჭარბა

ვახტანგ ცინცაძე: წელს პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა, იანვარ-მაისის პერიოდში კი ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 66%-ს გადააჭარბა

იმედი