მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით
Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით

Euractiv: ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით

იმედი|imedinews.ge

გამოცემა Euractiv-ი გერმანიის ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით.

გამოცემის ცნობით, გერმანია, როგორც ევროკავშირის ყველაზე დიდი და ყველაზე ინდუსტრიალიზებული ქვეყანა, განსაკუთრებით მოწყვლადია იმ პრობლემების მიმართ, რომლებიც დღეს ბლოკს აწუხებს - ენერგორესურსების მაღალი ფასები, აშშ-ის მასშტაბური ტარიფები და ჩინელი მწარმოებლების მზარდი კონკურენცია.

„საქმე ისიცაა, რომ როგორც ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში ბოლო წლებში შემცირდა, ასევე შემცირდა გერმანიის წილიც თავად ევროკავშირის მთლიან ეკონომიკაში. ევროპას მსოფლიოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ამავე დროს გერმანიის მნიშვნელობაც იკლებს ევროპის შიგნით“, - წერს სტატიის ავტორი.

როგორც Euractiv-ი იუწყება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ევროკავშირის ამჟამინდელი 27 წევრი ქვეყნის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 1980 წლიდან დღემდე თითქმის განახევრდა - 27.43%-დან 2025 წელს 13.99%-მდე. განსაკუთრებით მკვეთრია გერმანიის ვარდნა: იმავე პერიოდში მისი წილი 6.98%-დან 2.94%-მდე შემცირდა. შედეგად, ევროკავშირის ეკონომიკაში გერმანიის წილი მეოთხედზე მეტიდან დაახლოებით მეხუთედამდე დაეცა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ ორივე ტენდენცია - ევროკავშირის შედარებითი ეკონომიკური დასუსტება გლობალურ დონეზე და გერმანიის პოზიციების შესუსტება ევროკავშირის შიგნით - მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

გარკვეულწილად, ეს გარდაუვალიც არის და შესაძლოა სამართლიანიც. ევროკავშირის 450-მილიონიანი მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 5.5%-ს შეადგენს. გერმანიის 84 მილიონი მოქალაქე კი ამ რაოდენობის მეხუთედზე ნაკლებია. ეკონომიკური თვალსაზრისით, გერმანია და ევროკავშირი კვლავაც მნიშვნელოვნად აღემატებიან საკუთარ დემოგრაფიულ წონას, წერს Euractiv-ი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეკონომიკური გავლენის შესუსტება, როგორც ჩანს, გერმანიის პოლიტიკურ გავლენაზეც აისახება.

2024 წელს ბერლინმა ვერ შეძლო ევროკავშირისთვის ხელი შეეშალა ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფების დაწესებაში. გასულ წელს მისი ინიციატივა, გაყინული რუსული აქტივებიდან 210 მილიარდი ევროს გამოყენებასთან დაკავშირებით, პატარა ბელგიამ დაბლოკა. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების გერმანული წინადადება კიევმა მკვეთრად უარყო. ამ თვის დასაწყისში კი ბრიუსელმა პრაქტიკულად უგულებელყო გერმანიის კატეგორიული წინააღმდეგობა ევროკავშირის ფისკალური წესების შერბილების მიმართ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი