მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews: დიდი ბრიტანეთის პრემიერობის კანდიდატი ენდი ბერნემი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს
Euronews: დიდი ბრიტანეთის პრემიერობის კანდიდატი ენდი ბერნემი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს

Euronews: დიდი ბრიტანეთის პრემიერობის კანდიდატი ენდი ბერნემი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს

იმედი|imedinews.ge

დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი აცხადებს, რომ, თუ პრემიერის თანამდებობაზე კირ სტარმერს შეცვლის, ვადამდელ საყოველთაო არჩევნებს არ დანიშნავს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ბერნემი, რომელიც ამ ეტაპზე სტარმერის შესაძლო შემცვლელად განიხილება და მმართველი „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერობისთვის იბრძვის, აცხადებს, რომ პარტიის ბოლო საარჩევნო პროგრამას სრულად დაეყრდნობა.

უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ქვეყანას 100%-ით გაუწევს იმავე დონის მხარდაჭერას, რასაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ახორციელებს. მისი თქმით, დიდ ბრიტანეთს უკრაინის მიმართ მხარდაჭერის პოლიტიკა უნდა შეუნარჩუნდეს.

ბერნემმა ასევე აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას.

ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ დასმულ კითხვაზე ბერნემმა უპასუხა, რომ არჩევნების დანიშვნას არ გეგმავს და იმუშავებს 2024 წლის ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო პროგრამის მიხედვით.

აღნიშნული პროგრამა, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე პარტიის გამარჯვების შემდეგ იქნა წარმოდგენილი, მოიცავს სხვადასხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიმართულებას, მათ შორის საგადასახადო პოლიტიკას. დოკუმენტის მიხედვით, „ლეიბორისტები“ პირობას დებდნენ, რომ არ გაზრდიდნენ საშემოსავლო გადასახადს, ეროვნულ დაზღვევას ან დამატებითი ღირებულების გადასახადს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი