მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews: რუსეთის წინააღმდეგ ბრიუსელის სანქციების ახალი პაკეტი საბერძნეთის მხრიდან ძლიერ წინააღმდეგობას შეეჯახა
Euronews: რუსეთის წინააღმდეგ ბრიუსელის სანქციების ახალი პაკეტი საბერძნეთის მხრიდან ძლიერ წინააღმდეგობას შეეჯახა

Euronews: რუსეთის წინააღმდეგ ბრიუსელის სანქციების ახალი პაკეტი საბერძნეთის მხრიდან ძლიერ წინააღმდეგობას შეეჯახა

იმედი|imedinews.ge

რუსეთის წინააღმდეგ ბრიუსელის სანქციების ახალი პაკეტი საბერძნეთის მხრიდან ძლიერ წინააღმდეგობას შეეჯახა, - წერს Euronews-ი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საბერძნეთი ბლოკავს სანქციების ახალ პაკეტს თხევადი ბუნებრივი აირის აკრძალვის გამო, რომლის სრულად ამოქმედებაც 2027 წელშია დაგეგმილი.

შარშან შეთანხმებული აკრძალვა პირდაპირ ან ირიბად კრძალავს რუსული წარმოშობის ან რუსეთიდან ექსპორტირებული თხევადი ბუნებრივი აირის „შესყიდვას, იმპორტს ან გადაცემას“.

თუმცა საბერძნეთი, რომელსაც მსოფლიოში უმსხვილესი სავაჭრო ფლოტი ჰყავს, ითხოვს სამართლებრივი ტექსტის გადახედვას, რათა შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგაც გაგრძელდეს რუსული თხევადი გაზის ტრანსპორტირება.

მთავარი ბენეფიციარი იქნებოდა Dynagas-ი - კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ყინვარმძიმე პირობებში ნაოსნობაზე და რომლის მფლობელია ბერძენი მილიარდერი, ჯორჯ პროკოპიუ. Dynagas-სა და მის შვილობილ კომპანიას რუსეთის უმსხვილესი გაზის ობიექტისთვის, Yamal LNG-სთვის, 11 გემი ჰყავს დაქირავებული, მათ შორის შვიდი არქტიკული ყინულისმჭრელი.

საბერძნეთის მთავრობა და Dynagas-ი ამტკიცებენ, რომ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის აკრძალვა ზიანს მიაყენებს ევროპის საზღვაო მომსახურების ინდუსტრიას, გაანადგურებს სამუშაო ადგილებს, გააძლიერებს უცხოელ კონკურენტებს და საბოლოო ჯამში, ვერ შეასუსტებს მოსკოვის საბრძოლო ფონდს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

იმედი

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

იმედი

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

იმედი