მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მედია: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯო უილსონს სამშობლოში დაბრუნებაზე უარი უთხრა
მედია: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯო უილსონს სამშობლოში დაბრუნებაზე უარი უთხრა

მედია: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯო უილსონს სამშობლოში დაბრუნებაზე უარი უთხრა

იმედი|imedinews.ge

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის დელეგაციის ორ „რესპუბლიკელ“ წევრს როჯერ უიკერსა და ჯო უილსონს შორის უთანხმოება დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

სენატორმა უიკერმა კონგრესმენ უილსონს შეატყობინა, რომ ის აღარ იყო მისი დელეგაციის წევრი და ვაშინგტონში დასაბრუნებლად „სხვა გზა თავად უნდა მოეძებნა“.

მედიის ცნობით, კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც უიკერმა უარი თქვა უილსონის ინიციატივის მხარდაჭერაზე, რომელიც 2027 წელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩარლსტონში ჩატარებას ითვალისწინებდა.

როგორც მედია წერს, ორ პოლიტიკოსს მჭიდრო თანამშრომლობა ჰელსინკის კომისიაშიც აკავშირებთ. კომისიას, რომელიც ეუთოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობას აკვირდება, უილსონი ხელმძღვანელობს, ხოლო უიკერი მისი მოადგილეა.

სამხრეთ კაროლინის წარმომადგენელი ჯო უილსონი გეგმავდა ნიდერლანდებში მიმდინარე წლევანდელ სესიაზე კონგრესის სხვა დელეგატებზე ერთი დღით გვიან ჩასულიყო, რათა 4 ივლისი საკუთარ საარჩევნო ოლქში აღენიშნა. მისი თქმით, სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ ფიქრობდა, რომ საკითხზე უიკერთან განხილვას გააგრძელებდა.

თუმცა, ვიდრე უილსონის თვითმფრინავი დაეშვებოდა, უიკერმა უკვე განაცხადა, რომ აშშ 2027 წლის სესიას აღარ უმასპინძლებდა.

ამის საპასუხოდ უილსონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ჩარლსტონში სესიის გამართვისთვის „მზადება აქტიურად მიმდინარეობს და ფართო მხარდაჭერით სარგებლობს“, მიუხედავად იმისა, რასაც მან „ბოროტი ჭორი“ უწოდა. პოსტს თან დაურთო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გადაღებული ფოტოც.

მედიის მიერ მოპოვებული მოკლეტექსტური შეტყობინებების მიხედვით, უიკერმა უილსონს მისწერა: „ეს საკითხი დასრულებულია და შენი საპირისპირო განცხადებები ამას ვერ შეცვლის. დროა, საკუთარი თავი და ამერიკული დელეგაცია აღარ შეარცხვინო“.

მოგვიანებით მან კიდევ უფრო მკაცრი შეტყობინება გაუგზავნა: „თუ დაუყოვნებლივ არ შეწყვეტ... შენ აღარ ხარ უიკერის კონგრესის დელეგაციის წევრი. გთხოვ, აშშ-ში სხვა გზით დაბრუნების საკითხზე თავად იზრუნო“, – დაწერა უიკერმა და შეტყობინებას საკუთარი ინიციალები დაურთო.

შემდეგ უიკერმა კიდევ ერთი შეტყობინება გაგზავნა, რომელშიც აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას უკან წაიღებდა და აღარ შეუშლიდა ხელს უილსონს, მის თანამშრომელსა და მეუღლეს ჯგუფთან ერთად სამშობლოში დაბრუნებაში. ამასთან, მან დასძინა, რომ კვლავ იმედგაცრუებული იყო იმით, რომ უილსონი „კვლავ ამტკიცებდა, თითქოს აშშ-ს 2027 წლის სესიის მასპინძლობა შეუძლია“.

როჯერ უიკერის ოფისს აღნიშნულ მიმოწერაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედიაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "საქართველომ ეროვნული ინტერესები „დასავლურ დიქტატზე“ მაღლა დააყენა" - ირანული მედია "ოცნებას" აქებსტვ პირველი
მედია →

მსგავსი სტატიები

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

იმედი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: პირდაპირ არის გამიზნული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებად, რომ გამოიყვანოს საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც არავითარი კანონები არ არსებობს

ომი ჩვენი მამების ნატვრა არ ყოფილა, ისინი იბრძოდნენ იმიტომ, რომ მათთვის სამშობლოს დაცვა ღირსების საკითხი იყო. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და შეურაცხმყოფელი გია ბარამიძის განცხადება - უმძიმესი ბრალდება, რომელიც შეურაცხყოფს არა მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნას - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი