მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევრობიუროკრატების აზროვნების დიაპაზონი იმდენად ვიწროა, შეუძლიათ, ქართულ ეკლესიას ანტიქართულ საქმეში თანამონაწილეობა ისევე შესთავაზონ, როგორც ამას მდიდარი „ენჯეოების“ კლანთან ერთად აკეთებენ - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
ევრობიუროკრატების აზროვნების დიაპაზონი იმდენად ვიწროა, შეუძლიათ, ქართულ ეკლესიას ანტიქართულ საქმეში თანამონაწილეობა ისევე შესთავაზონ, როგორც ამას მდიდარი „ენჯეოების“ კლანთან ერთად აკეთებენ - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

იმედი|imedinews.ge

ევრობიუროკრატების აზროვნების დიაპაზონი იმდენად ვიწროა, შეუძლიათ, ქართულ ეკლესიას ანტიქართულ საქმეში თანამონაწილეობა ისევე შესთავაზონ, როგორც ამას მდიდარი „ენჯეოების“ კლანთან ერთად აკეთებენ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

მან ისაუბრა ევროპარლამენტში მიღებულ ბოლო ანგარიშზე და იმ ჩანაწერზე, რომელიც ქართულ ეკლესიას ეხება. ასევე იმის შესახებაც, თუ რას ითხოვდნენ საპატრიარქოსგან ევრობიუროკრატები.

„საპატრიარქო დუმილს არღვევს. ჩვენი ეთერით გაიგებთ ყველაფერს, რაც წლების განმავლობაში ევრობიუროკრატებთან დახურულ შეხვედრებზე ხდებოდა. ის, რასაც მოისმენთ, წარმოდგენის სფეროსაც კი სცდება - ოჯახური ღირებულებების კანონის მოწინააღმდეგე დასავლელი მაღალჩინოსნები ლგბტ თემატიკის პოპულარიზაციაში განსაკუთრებულ მხარდაჭერას საპატრიარქოს სთხოვდნენ.

მიუხედავად სასულიერო პირების არგუმენტირებული პასუხებისა, თუ რატომ არის საქართველოსთვის კონკრეტული კანონების მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ არ აინტერესებდათ ხალხის აზრი, არც საზოგადოების რეაქცია, რადგან მათი შეფასებით, კანონის მიღებაც და არმიღებაც საპატრიარქოს ხელში იყო. ეუბნებოდნენ, რომ ეკლესიას შეეძლო გავლენა მოეხდინა ხელისუფლებაზე და ყოფილიყო ევროკავშირის მთავარი დასაყრდენი საქართველოში.

ევრობიუროკრატიას გადაწყვეტილი ჰქონდა, ქართველ ხალხზე ზეწოლა საპატრიარქოს დახმარებით მოეხდინა და პარალელურად საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია ყველაზე სანდო და რეიტინგული ინსტიტუცია. როცა მიზანს ვერ მიაღწიეს ყველაფერი იკადრეს ეკლესიისადმი საზოგადოების ნდობის შესარყევად. აღარაფერს ვამბობ იმ აღვირახსნილ კამპანიაზე, რომელიც უწმინდესის, ილია მეორის წინააღმდეგ წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

ამ კამპანიის ბოლო აკორდი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში მიღებული ანგარიში და მისი 49-ე მუხლია, სადაც წერია: „გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების, როგორც დეზინფორმაციისა და გავლენის გავრცელების არხების გამოყენების შესახებ მთელ საქართველოში, პროევროპული ორიენტაციისა და დემოკრატიული მდგრადობის შელახვის მიზნით; საქართველოს ეკლესიის შიგნით ზოგიერთი სასულიერო პირი ამ ინსტრუმენტალიზაციას წინააღმდეგობას უწევს და საჯაროდ გამოდის როგორც რუსული გავლენის, ასევე „ქართული ოცნების“ მმართველობის პოლიტიკის წინააღმდეგ“.

როცა ამ მუხლის მსგავს შეურაცხმყოფელ ჩანაწერებს მაკულატურას დაუძახებ, გადანაშაულებენ ანტიდასავლური ნარატივის გავრცელებაში. სინამდვილეში, ზუსტად ეს ჩანაწერი აღწერს ევრობიუროკრატიის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის მიმართ, რაც ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიუღებელია.

წლებია, ვუყურებთ, ბრიუსელიდან როგორ შეურაცხყოფენ ქართულ სახელმწიფოსა და ეკლესიას და ბოლომდე მაინც არ გვინდა დავიჯეროთ, რომ მათი აზროვნების დიაპაზონი იმდენად ვიწროა, შეუძლიათ, ქართულ ეკლესიას ანტიქართულ საქმეში თანამონაწილეობა ისევე შესთავაზონ, როგორც ამას მდიდარი „ენჯეოების“ კლანთან ერთად აკეთებენ.

ევრობიუროკრატიამ თავი საბოლოოდ გაიშიფრა - დეზინფორმაცია ქართულ ეკლესიაზე, რომელიც ანგარიშში გაჩნდა, ზუსტად აჩვენებს, რა უნდოდათ და რისკენ მიდიოდნენ კონკრეტული ჯგუფები თუ ინსტიტუციები, როცა წლების განმავლობაში თავს ესხმოდნენ ქართულ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს.

აღარ არსებობს არანაირი კითხვა, რატომ ეწინააღმდეგება ევრობიუროკრატია „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონს საქართველოში, რატომ ემუქრება ამ კანონის მიმღებთ და მხარდამჭერებს სანქციებით, რა პროცესები უძღოდა წინ და რატომ გადაწყვიტეს ეკლესიის წინააღმდეგ ღია შეტევაზე გადასვლა.

ზეგავლენა ხალხზე და დახმარება ლგბტ პროპაგანდაში - არ მოგესმათ, ნამდვილად, ამას ითხოვდნენ ევრობიუროკრატები. მძიმე, ძალიან მძიმე მოსასმენია, მაგრამ ეს არის ფაქტი და ამბები დახურული შეხვედრებიდან.

ზოგჯერ მართლა მიკვირს, როგორ გადარჩა ჩვენი ქვეყანა, როგორ მოვედით აქამდე, როგორ შეძლო ქართულმა სახელმწიფომ გლობალური და გავლენიანი ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მათი მხილება. სუვერენიტეტი, იდენტობა, მშვიდობა - ეს ქართული საზოგადოებისთვის წითელი ხაზებია და ამ ღირებულებებს იცავს ეკლესიაც და ხელისუფლებაც“, - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

eKalata.gov.ge - ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

eKalata.gov.ge - ფასდაკლებული პროდუქტების ვებგვერდი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ბრალდებულთა წრე ფართოვდება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ბრალდებულთა წრე ფართოვდება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ახალგაზრდების დისკრედიტაციის მცდელობა - ვის არ აწყობს საქართველოში გარე გავლენებისგან თავისუფალი ახალგაზრდების ხმა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ახალგაზრდების დისკრედიტაციის მცდელობა - ვის არ აწყობს საქართველოში გარე გავლენებისგან თავისუფალი ახალგაზრდების ხმა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: 2019 წელს ბათუმში იყო კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს სვლას ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ, იქ პანელზე მჯდომ მიხაილ როთს ვკითხე, იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ მსგავსი აქციები, პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს მის ქუჩებში, პასუხად მან შუშის თვალებით გვითხრა, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები ეს არისო