მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროდეპუტატი ანდრაშ ლასლო მედიის დასანქცირებაზე საუბარს არასწორს უწოდებს - ევროპარლამენტს აქვს ასეთი პრაქტიკა, რომ აუქმებს იმ მოსაზრებებსა და ფაქტებს, რომლებიც არ მოსწონს
ევროდეპუტატი ანდრაშ ლასლო მედიის დასანქცირებაზე საუბარს არასწორს უწოდებს - ევროპარლამენტს აქვს ასეთი პრაქტიკა, რომ აუქმებს იმ მოსაზრებებსა და ფაქტებს, რომლებიც არ მოსწონს

ევროდეპუტატი ანდრაშ ლასლო მედიის დასანქცირებაზე საუბარს არასწორს უწოდებს - ევროპარლამენტს აქვს ასეთი პრაქტიკა, რომ აუქმებს იმ მოსაზრებებსა და ფაქტებს, რომლებიც არ მოსწონს

იმედი|imedinews.ge

ევროპარლამენტს აქვს ასეთი პრაქტიკა, რომ აუქმებს იმ მოსაზრებებსა და ფაქტებს, რომლებიც არ მოსწონს, - განუცხადა „ქრონიკას“ უნგრელმა ევროპარლამენტარმა, ანდრაშ ლასლომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშზე საუბრისას. ევროდეპუტატი მედიის დასანქცირებაზე საუბარს არასწორს უწოდებს.

„ჩემი აზრით, ყველა მედია საშუალების, რეპორტაჟისა თუ პოლიტიკური დებატების შეფასება უნდა ეყრდნობოდეს ფაქტებს, არგუმენტებსა და დამსახურებას და არა ეროვნებას, კონკრეტულ მედია საშუალებას, პოლიტიკურ ჯგუფსა თუ აფილირებას. უნდა შეგვეძლოს ჩვენი იდეების, ფაქტებისა და ინფორმაციის წარდგენა გადაწყვეტილებების მიმღებთათვის, მათ შორის ევროპარლამენტარებისთვის, რომ გადავწყვიტოთ, თუ რა არის სწორი პოლიტიკა ევროპისთვის, ჩემი ქვეყნისთვის და ა.შ. ვფიქრობ, მოსაზრებებისა და ხმების დაბლოკვა, მხოლოდ მათ წარმომავლობაზე დაყრდნობით, არასწორია“, - აცხადებს ლასლო.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს და შესწორებებს. დოკუმენტი, სავარაუდოდ, 18-21 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. რასა იუკნევიჩიენე ამტკიცებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და პერსონალურ სანქციებს ითხოვს. ასევე, შესწორებებით მოთხოვნილია სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედიაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "საქართველომ ეროვნული ინტერესები „დასავლურ დიქტატზე“ მაღლა დააყენა" - ირანული მედია "ოცნებას" აქებსტვ პირველი
მედია →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი