მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროკავშირმა უკრაინას, 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში, უპილოტო საფრენი აპარატების განსავითარებლად 3,9 მილიარდი ევრო გადასცა
ევროკავშირმა უკრაინას, 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში, უპილოტო საფრენი აპარატების განსავითარებლად 3,9 მილიარდი ევრო გადასცა

ევროკავშირმა უკრაინას, 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში, უპილოტო საფრენი აპარატების განსავითარებლად 3,9 მილიარდი ევრო გადასცა

იმედი|imedinews.ge

ევროკომისიამ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში უკრაინას 6 მილიარდი ევროს ოდენობით პირველი ტრანში გამოუყო, საიდანაც 3,9 მილიარდი ევრო დრონების თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას მოხმარდება.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ეს ინვესტიცია უკრაინას დაეხმარება, რომ დაიცვას თავისი მოქალაქეები, სუვერენიტეტი და გააძლიეროს ევროპის უსაფრთხოება.

„უკრაინის გამჭრიახობა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ გაწეული წინააღმდეგობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. სწორედ ამ შესაძლებლობის მხარდაჭერა გვსურს. დღეს უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად მოწინავე დრონების ტექნოლოგიებისთვის 3,9 მილიარდი ევროს პირველი ტრანშის გამოყოფას ვაცხადებთ. ამას კიდევ სხვა დაფინანსებაც მოჰყვება. ეს ინვესტიციები დაეხმარება უკრაინას დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, სუვერენიტეტი და გააძლიეროს ევროპის უსაფრთხოება. ევროპა მტკიცედ იდგება უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 269 სტატია.

  • უკრაინის სახელმწიფო ფინანსები კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება - უკრაინის პრემიერ-მინისტრირუსთავი 2
  • გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ალექსეი მილჩაკოვი მოკლესფორმულა
  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო

იმედი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

იმედი

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტიLGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარმოადგინა

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტიLGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარმოადგინა

იმედი

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

იმედი