მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროკომისიის კვლევა: მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია
ევროკომისიის კვლევა: მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია

ევროკომისიის კვლევა: მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია

იმედი|imedinews.ge

„მსოფლიო ბანკმა“ გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა.

შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით საქართველო მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში მე-8 პოზიციაზე იყო. 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეული კი ასე ჩამოყალიბდა: ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო, ავსტრია და საქართველო.

მთავრობის ნდობის რეიტინგით ევროპაში ბოლო პოზიციებზე ნიდერლანდები, ბოსნია ჰერცეგოვინა, საფრანგეთი, საბერძნეთი და სლოვენია გამწესდა. „ევრობარომეტრი“ არის გამოკითხვის ინსტრუმენტი, რომელსაც ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები თუ სააგენტოები იყენებენ ევროპაში საზოგადოებრივი აზრის რეგულარული მონიტორინგისთვის — როგორც ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისე პოლიტიკური თუ სოციალური ხასიათის თემებზე არსებული განწყობების შესასწავლად.

„ევრობარომეტრი“ უზრუნველყოფს ხარისხიან და აქტუალურ მონაცემებს საზოგადოებრივი აზრის ექსპერტებისთვის, მკვლევრებისთვის, მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის. „ევრობარომეტრის“ პროექტი 1974 წელს, ევროკომისიის ფარგლებში, ჟაკ-რენე რაბიემ — ჟან მონეს ყოფილმა თანამშრომელმა და ინფორმაციის საკითხებში გენერალურმა დირექტორმა — წამოიწყო; თავდაპირველად ის ჩაფიქრებული იყო, როგორც საშუალება, რომელიც „ევროპელებს საკუთარ თავს დაანახებდა“. მას შემდეგ პროექტი მნიშვნელოვნად განვითარდა და გაფართოვდა, მათ შორის გამოკითხვის სხვადასხვა ინსტრუმენტის დანერგვის გზით. 2007 წელს ევროპარლამენტმა დაიწყო „ევრობარომეტრის“ გამოკითხვების საკუთარი რეგულარული სერიის განხორციელება, სადაც ყურადღება მახვილდებოდა, მათ შორის, უშუალოდ ევროპარლამენტისთვის მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ევროპული არჩევნები. ევროკომისიისა და ევროპარლამენტის გარდა, დღეს „ევრობარომეტრის“ გამოკითხვებს ევროკავშირის არაერთი სხვა ინსტიტუტი და სააგენტოც იყენებს. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თანმიმდევრულად გაშუქებული თემების მრავალფეროვნება, პუბლიკაციების რეგულარულობა და ფართო გეოგრაფიული მოცვა „ევრობარომეტრს“ ევროკავშირში ცოდნისა და ინფორმაციის უნიკალურ წყაროდ აქცევს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ცოტნე ანანიძე „ნეტგაზეთს“: სულხან თამაზაშვილი 2008 წლის ომში არ გაქცევია სიცოცხლის რისკს საქართველოსთვის, ამასთან, ცნობილია, მთელი ოჯახის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

ცოტნე ანანიძე „ნეტგაზეთს“: სულხან თამაზაშვილი 2008 წლის ომში არ გაქცევია სიცოცხლის რისკს საქართველოსთვის, ამასთან, ცნობილია, მთელი ოჯახის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

იმედი

„აგროსკოლა“ 2026 დასრულდა

„აგროსკოლა“ 2026 დასრულდა

იმედი

POLITICO: ტრამპის მიერ დიზელის ექსპორტის აკრძალვის მუქარა ევროპელ გადამზიდავებს და მომხმარებლებს რისკებს უქმნის

POLITICO: ტრამპის მიერ დიზელის ექსპორტის აკრძალვის მუქარა ევროპელ გადამზიდავებს და მომხმარებლებს რისკებს უქმნის

იმედი

საერთაშორისო კონფერენცია სახელმწოდებით „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ იმართება. LIVE

საერთაშორისო კონფერენცია სახელმწოდებით „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ იმართება. LIVE

იმედი