მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვას
ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვას

ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომა დაუშვას

იმედი|imedinews.ge

ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ 17 ივნისს მიღებული მორიგი ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომის დაშვებისკენ მოუწოდებს, მიზეზად კი, ისტორიული განათლებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ნაკლებობას ასახელებს, რასაც „რუსეთის ფედერაცია იყენებს ქართული საზოგადოების ევროატლანტიკური მისწრაფებების შესასუსტებლად“.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, საბჭოთა ოკუპაციის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური შედეგების შესწავლაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა „სოვლაბი“.

„[ანგარიში] ხაზს უსვამს, რომ საბჭოთა ოკუპაციისა და მისი გრძელვადიანი შედეგების შესახებ საფუძვლიანი აკადემიური კვლევის, ისტორიული განათლებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ნაკლებობა ხელს უწყობს ისტორიული მანიპულაციებისა და დეზინფორმაციული კამპანიების გავრცელებას, რასაც რუსეთის ფედერაცია იყენებს ქართული საზოგადოების ევროატლანტიკური მისწრაფებების შესასუსტებლად; შესაბამისად, აღნიშნავს აკადემიური კვლევის, დოკუმენტირების და ცოდნის გავრცელების მნიშვნელობას საქართველოს ისტორიის შესახებ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, მათ შორის, პოლიტიკური რეპრესიების, მასობრივი დახვრეტების, საბჭოთა-რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიის, აგრეთვე ამ მოვლენების კოლექტიურ მეხსიერებაში აღდგენის კუთხით; სინანულს გამოთქვამს, რომ ბოლო წლებში, სულ მცირე, ხელისუფლების პასიური თანხმობის პირობებში, შეინიშნება მცდელობები კომუნისტური დანაშაულების მნიშვნელობის დაკნინებისა და დესტალინიზაციის პროცესის უკუქცევის მიმართულებით; ამასთან დაკავშირებით, ხაზს უსვამს საბჭოთა ოკუპაციის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური შედეგების შესწავლაში ისეთი დამოუკიდებელი ისტორიკოსების, მკვლევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს, როგორიცაა „სოვლაბი“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტში შეშფოთებაა გამოთქმული საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ჩადენილ რეპრესიებსა და დანაშაულებთან დაკავშირებულ არქივებზე წვდომის შეზღუდვის გამო.

„მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებში მოქმედ შესაბამის ინსტიტუტებს, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციის, კომუნისტური დანაშაულებისა და სხვა ტოტალიტარული რეჟიმების შედეგების დოკუმენტირებით არიან დაკავებული, გააღრმაონ თანამშრომლობა თავიანთ ქართველ პარტნიორებთან, მხარი დაუჭირონ ერთობლივ კვლევით პროექტებს და მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ისტორიის ამ პერიოდის გამოვლენას, დოკუმენტირებასა და მის შესახებ ცოდნის გავრცელებას; შეშფოთებას გამოხატავს საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ჩადენილ რეპრესიებსა და დანაშაულებთან დაკავშირებულ არქივებზე წვდომის სისტემატური შეზღუდვის გამო; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული წვდომა მეცნიერების, მკვლევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის“, - ვკითხულობთ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი