მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი: არსებობს გარკვეული კანონები, რომლებიც გარკვეულწილად აფერხებენ დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია, როდესაც ოპოზიცია ციხეშია მხოლოდ იმიტომ, რომ ის ოპოზიციაა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი: არსებობს გარკვეული კანონები, რომლებიც გარკვეულწილად აფერხებენ დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია, როდესაც ოპოზიცია ციხეშია მხოლოდ იმიტომ, რომ ის ოპოზიციაა

იმედი|imedinews.ge

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას აფასებენ ასამბლეის წარმომადგენლები.

მათი ნაწილი ქართული კანონების გაუქმებას და დაპატიმრებული ოპოზიციონერების გათავისუფლებას ითხოვს, ნაწილისთვის კი ეს მოთხოვნა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა.

„მოხსენება ძალიან შემაშფოთებელია და ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ექცევიან ოპოზიციის წევრებს. მათ ბრალს სდებენ. მსგავსი კანონები ბევრ სხვა ქვეყანაშიც არსებობს. რეალური პრობლემა ჩნდება მის პრაქტიკულ გამოყენებაში ხელისუფლების, პროკურატურის და სასამართლოების მხრიდან“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა პაველ ჯაბლონსკიმ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი პაულ გალისი კი აცხადებს, რომ გარკვეული კანონები, რომლებიც საქართველოში მოქმედებს, აფერხებს დემოკრატიულ პროცესს.

„არსებობს გარკვეული კანონები, რომლებიც გარკვეულწილად აფერხებენ დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია, როდესაც ოპოზიცია ციხეშია მხოლოდ იმიტომ, რომ ის ოპოზიციაა“, - აღნიშნა „ქრონიკასთან“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა პაულ გალისიმ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და უცხოური ფინანსების გამჭვირვალობის მიზნით მიღებული კანონის გაუქმება - კარგად ნაცნობი მოთხოვნები, ამჯერად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ჩაიწერა. დებატებს ესწრებოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და „ენჯეოს“ წარმომადგენლები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 85 სტატია.

  • დღეს, 11:00 საათიდან მეორადი ჩარიცხვების პროცესი იწყება - ვის შეუძლია მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობა?BM.GE
  • სამშვიდობო დიპლომატია და მზარდი სამხედრო რიტორიკა - რა მიმართულებით მიდის რეალურად პროცესი და სად შეიძლება აღმოჩნდეს ევროპა, თუ მოსკოვთან დაპირისპირება უფრო გამწვავდებარუსთავი 2
  • "ივანიშვილს ხელიდან გაექცა პროცესი" - თაზო დათუნაშვილიტვ პირველი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
პროცესი →

მსგავსი სტატიები

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი