მთავარი
ტვ პირველიწყარო
  1. მთავარი
  2. ტვ პირველი

ტვ პირველი|tvpirveli.ge

"ივანიშვილს ხელიდან გაექცა პროცესი" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი "ქოცური მიწისქვეშეთის ერთ-ერთი უბადლო მცოდნეა" და იცის საიდან უნდა დაარტყას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ​"ქართული ოცნების" წევრებს შორის დაპირისპირებით "ყველაზე სუსტად ჩანს, ვიდრე ოდესმე".

არავითარი პოზიტივი არც ივანიშვილისთვის არ მოაქვს, რომელიც ყველაზე სუსტად ჩანს, ვიდრე აქამდე ოდესმე გამოჩენილი შეიძლებოდა ყოფილიყო. ივანიშვილს ხელიდან გაექცა პროცესი, მოდი ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, როდესაც მისი ერთი პრემიერ-მინისტრი მეორე პრემიერ-მინისტრს ტვირთს ჰკიდებს ვიღაცების სიცოცხლის ამბის, დავით გარეჯის გაყიდვის, სხვათა შორის ღარიბაშვილს უნდა დავუფასო, რომ ამ კონსპირაციებში არის უბადლო მცოდნე, ამ ბნელეთის, ქოცური მიწისქვეშეთის ერთ-ერთი უბადლო მცოდნეა და იცის საიდან უნდა დაარტყას. რაში აწყობს ივანიშვილს? არაფერში არ აწყობს, რომ ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრები ამ სისხლისღვრაში არიან ჩართულნი," - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
გაზიარება:

ტვ პირველი

წყარო: tvpirveli.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გურჯაანში კოკსაკის ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა - დროებით დაიკეტა საბავშვო ბაღის ჯგუფი

გურჯაანში კოკსაკის ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა - დროებით დაიკეტა საბავშვო ბაღის ჯგუფი

ტვ პირველი

რომის პაპი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა

რომის პაპი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა

ტვ პირველი

პოლიტიკური ველიდან იმ ადამიანების გაყვანა დაიწყება, ვინც კობახიძის მეგობარ ითვლება - ცქიტიშვილი

პოლიტიკური ველიდან იმ ადამიანების გაყვანა დაიწყება, ვინც კობახიძის მეგობარ ითვლება - ცქიტიშვილი

ტვ პირველი

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს - აჭარა თაიმსი

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს - აჭარა თაიმსი

ტვ პირველი