მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატი საზეიმოდ დაიხურა
ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატი საზეიმოდ დაიხურა

ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატი საზეიმოდ დაიხურა

იმედი|imedinews.ge

ქალაქ ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე მდებარე ოქროს ტბის წყალსათხილამურო ბაზაზე, წყალსათხილამურო სპორტის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის დასკვნით დღეს ფინალური ასპარეზობები სლალომსა და ფიგურებში გაიმართა.

ტურნირის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა ჩემპიონატის პრიზიორი სპორტსმენები დააჯილდოვა. გამარჯვებული და პრიზიორები სამ დისციპლინაში - სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში - გამოვლინდნენ. დახურვის ცერემონიაზე მაყურებლების წინაშე წარდგა „ქართული ნაციონალური ბალეტი - სუხიშვილები”.

სამი დღის განმავლობაში ჩემპიონატში 20 ქვეყნის 120-ამდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ღირსებას სამი ფოთელი სპორტსმენი - გენადი გურალია, ცოტნე ბერაია და გიორგი შონია - იცავდა.

ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაცია და ფოთის ტბის კლუბი. ღონისძიება საერთაშორისო ფედერაციის (IWWF) პატრონაჟით მიმდინარეობდა.

ფოთს წყალსათხილამურო სპორტთან განსაკუთრებული ისტორიული კავშირი აქვს: 1991 წელს სწორედ აქ გაიმართა საქართველოში პირველი ევროპის ჩემპიონატი ამ სპორტის სახეობაში და წელს ამ ისტორიული მოვლენის საიუბილეო - 35-ე წელი აღინიშნება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს უცნაურია, უმჯობესი იქნებოდა, ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები იყვნენ კონცენტრირებულები ევროპის გარშემო არსებული პრობლემის გადაჭრაში, მათ შორის, აშშ-თან

პრემიერი: შევუერთდით  3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს. მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული

Reuters: ნატოს მოკავშირეებმა რუსეთის მიერ წყალქვეშა კაბელების საბოტაჟისთვის მზადება ჩაშალეს

Reuters: ნატოს მოკავშირეებმა რუსეთის მიერ წყალქვეშა კაბელების საბოტაჟისთვის მზადება ჩაშალეს

იმედი

ცოტნე ანანიძე: გვარამია დარწმუნდა, რომ ხელისუფლებას ვერ შეცვლის, ამიტომ ოპოზიციაში, პოზიციების დასაკავებლად, ცეცხლი გაუხსნა „თავის სააკაშვილს” და ზოგადად, ოპოზიციასაც

ცოტნე ანანიძე: გვარამია დარწმუნდა, რომ ხელისუფლებას ვერ შეცვლის, ამიტომ ოპოზიციაში, პოზიციების დასაკავებლად, ცეცხლი გაუხსნა „თავის სააკაშვილს” და ზოგადად, ოპოზიციასაც

იმედი