მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროპულმა ქვეყნებმა რუსული ქარხნიდან რეკორდული რაოდენობის თხევადი გაზი შეისყიდეს
ევროპულმა ქვეყნებმა რუსული ქარხნიდან რეკორდული რაოდენობის თხევადი გაზი შეისყიდეს

ევროპულმა ქვეყნებმა რუსული ქარხნიდან რეკორდული რაოდენობის თხევადი გაზი შეისყიდეს

იმედი|imedinews.ge

წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ქვეყნებმა უმსხვილესი რუსული ქარხნიდან, Ямал СПГ რეკორდული რაოდენობის თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელეს.

როგორც Financial Times კომპანია Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, იანვარ-ივნისში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული საწარმოსგან 9,89 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირი შეისყიდეს, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შესყიდული გაზის ღირებულება დაახლოებით 6 მილიარდ ევროდ ფასდება. ძირითადი მყიდველები საფრანგეთი, ბელგია და ესპანეთი იყვნენ.

2027 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა ევროკავშირის ქვეყნების მიერ გრძელვადიანი კონტრაქტებით თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვის აკრძალვა. შეზღუდვები მოკლევადიან კონტრაქტებზე უკვე მოქმედებს 2026 წლის გაზაფხულიდან.

Ямал СПГ ერთობლივი საწარმოა, რომელშიც წილებს ფლობენ: რუსული „ნოვატეკი“ (საკონტროლო პაკეტი - 50,1%), ფრანგული Total (20%), ჩინეთის ეროვნული ნავთობგაზის კორპორაცია (20%) და ჩინეთის „აბრეშუმის გზის ფონდი“ (9,9%). კომპანია Total-მა პროექტში წილი რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგაც შეინარჩუნა. თუმცა, კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ისინი, სავარაუდოდ, იძულებულნი გახდებიან დატოვონ პროექტი მას შემდეგ, რაც ძალაში შევა სანქციები, რომლებიც ევროპულ კომპანიებს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გასაყიდად რუსული თხევადი გაზის შესყიდვასაც უკრძალავს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

მოსკოვი ლონდონს საპასუხო დარტყმებით ემუქრება, თუ კიევი რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანულ იარაღს გამოიყენებს

მოსკოვი ლონდონს საპასუხო დარტყმებით ემუქრება, თუ კიევი რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანულ იარაღს გამოიყენებს

იმედი

საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

იმედი

მამუკა მდინარაძე: ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს. დავარწმუნე ისინი, რომ ჩემთვის წასვლა სჯობდა

მამუკა მდინარაძე: ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს. დავარწმუნე ისინი, რომ ჩემთვის წასვლა სჯობდა

იმედი