მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს. დავარწმუნე ისინი, რომ ჩემთვის წასვლა სჯობდა
მამუკა მდინარაძე: ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს. დავარწმუნე ისინი, რომ ჩემთვის წასვლა სჯობდა

მამუკა მდინარაძე: ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს. დავარწმუნე ისინი, რომ ჩემთვის წასვლა სჯობდა

იმედი|imedinews.ge

რომ მეფიქრა, გუნდში არავინაა, ვინც ჩემ გარდა რეგიონებს მიხედავს, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. წუხელ პრემიერ-მინისტრს დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრე, დღეს დილით ასევე ვესაუბრე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს. სამ ადამიანს შორის შედგა საუბარი, რომ მირჩევნია გავიწიო. ისეთი ასაკის შვილები მყავს, ბევრი საკითხი იყო, რაც შეიძლება, გარეთ ცოტა დამაჯერებლად არ ხმოვანდებოდეს, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლაზე ბოლო კვირების განმავლობაში ფიქრობდა.

„საერთოდ, ხანდახან შეთქმულების თეორიები უფრო დამაჯერებელ ხასიათს იძენს ხოლმე, ვიდრე რეალობაა. ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა ნამდვილად ჩემი ინიცირებული იყო. დავარწმუნე ისინი, რომ ჩემთვის ასე სჯობდა. ჩემი პოზიცია დღეს არ იყო ისეთი, რომ შემცვლელი ვერ გამოეძებნათ. ამის მადლიერი ვარ და ვფიქრობ, სხვა სფეროშიც თუ ჩემს ძალებს მოვსინჯავ, ჩემთვის შეიძლება, უკეთესი იყოს. გუშინ არ დამიწყია ამაზე ფიქრი, ბოლო კვირების განმავლობაში ბევრს ვფიქრობდი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე გამორიცხა მოსაზრება, რომ მის გადაწყვეტილებას წინ გუნდის სხვა ლიდერებთან რაიმე დაპირისპირება უძღოდა.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ პრემიერისა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა არავისთან გამივლია კონსულტაცია. წუხელ შედგა საუბარი ჩემსა და პრემიერს შორის, დიდი ხნის განმავლობაში ვისაუბრეთ ამ თემაზე. დღეს დილით, 10:00 საათზე, სამმა ადამიანმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვილაპარაკეთ. ეს იყო სულ. ამ დღეებში ასამდე ვერსიას მოისმენთ, შეიძლება, ვიღაცისთვის ყველაზე დაუჯერებელი იყოს, რომ ამ ეტაპზე ეს იყო ჩემი გულწრფელი სურვილი. არ გეუბნებით, რომ დაბრუნებას ვაპირებ, დავბრუნდები, თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება“, - განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

მოსკოვი ლონდონს საპასუხო დარტყმებით ემუქრება, თუ კიევი რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანულ იარაღს გამოიყენებს

მოსკოვი ლონდონს საპასუხო დარტყმებით ემუქრება, თუ კიევი რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანულ იარაღს გამოიყენებს

იმედი

საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

იმედი

თავდაცვის სამინისტრო: სამინისტროს აქვს სხვადასხვა სოციალური მიმართულების მხარდაჭერის პროგრამა, რითაც ჩვენი გმირი დაღუპული მეომრების ოჯახების, დაჭრილ-დაშავებული, თუ მოქმედი სამხედროების საჭიროებები ფინანსდება. წლების განმავლობაში მათი ოჯახების მხარდაჭერა ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტია