მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: რუსეთის მიერ ემბარგოს შემოღების შემდეგ სომხეთს დახმარება დასჭირდა
Financial Times: რუსეთის მიერ ემბარგოს შემოღების შემდეგ სომხეთს დახმარება დასჭირდა

Financial Times: რუსეთის მიერ ემბარგოს შემოღების შემდეგ სომხეთს დახმარება დასჭირდა

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირმა სომხეთისთვის დახმარების გაწევაზე ფიქრი დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა სომხური პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვები დააწესა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელეს.

გამოცემის ცნობით, ამის გამო ბრიუსელი საგანგებო სავაჭრო შეღავათების პაკეტს ამზადებს, რათა ქვეყანას რუსეთის მიერ დაწესებული იმპორტის შეზღუდვებით გამოწვეული ზარალის შემცირებაში დაეხმაროს. ინიციატივა იმ ფონზე ხორციელდება, როდესაც ბრიუსელი და მოსკოვი სამხრეთ კავკასიაში გავლენების გასაძლიერებლად კონკურენციას აგრძელებენ.

ინფორმირებული წყაროების ცნობით, ევროკომისია ე.წ. ავტონომიურ სავაჭრო ზომებზე მუშაობს, რომლებიც სომხური სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზარზე ტარიფების შემცირებას ითვალისწინებს. ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ რუსეთის მიერ სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინ დაწესებული შეზღუდვები ქვეყნის პროდასავლურ ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას ისახავდა მიზნად.

„ახლა დროა, სომხეთს მხარში დავუდგეთ და დავანახოთ, რომ საიმედო პარტნიორი ვართ. მათ მეგობრები სჭირდებათ, ჩვენ კი ჩვენი სამეზობლოს სტაბილურობა უნდა დავიცვათ“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.

როგორც Financial Times-ი იუწყება, დაგეგმილი ზომების ამოქმედებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობისა და ევროპარლამენტის თანხმობა სჭირდება. წყაროების ინფორმაციით, პაკეტი მოიცავს დაახლოებით იმ 20 სასაქონლო კატეგორიას, რომლებზეც რუსეთმა შეზღუდვები დააწესა. ამ პროდუქციის წლიური ღირებულება დაახლოებით 420 მილიონ ევროს შეადგენს.

ბრიუსელში ასევე შიშობენ, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ ეკონომიკური ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიეროს.

წყაროების თქმით, შესაბამისი წინადადებები, შესაძლოა, უახლოეს კვირებში წარადგინონ.

საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს, ლუქსემბურგში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან შეხვედრისას განიხილეს. ამასთან, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი მომდევნო თვის დასაწყისში სომხეთში ვიზიტს გეგმავს.

ევროკომისიის პრესსპიკერმა ოლოფ გილმა განაცხადა, რომ კომისია ავტონომიური სავაჭრო ზომების პაკეტს წარადგენს, რომელიც სომხურ ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე ახალი შესაძლებლობების გამოყენებაში დაეხმარება და იმ სექტორებს დაუჭერს მხარს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

Financial Times-ის ინფორმაციით, სომხეთი რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ევრაზიული საბაჟო კავშირის წევრია, რაც მოსკოვს ქვეყნის საგარეო ვაჭრობაზე მნიშვნელოვან გავლენას ანიჭებს და ამავდროულად ართულებს ევროკავშირსა და ერევანს შორის პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებას.

7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ რუსეთმა ეტაპობრივად დააწესა შეზღუდვები სომხურ პროდუქციაზე. თავდაპირველად აკრძალვა ყვავილების იმპორტს შეეხო, რასაც მოსკოვი ფიტოსანიტარიული ნორმების დარღვევით ხსნიდა.

მოგვიანებით შეზღუდვები გავრცელდა მინერალურ წყალზე, ღვინოზე, ბრენდიზე, ხილ-ბოსტნეულსა და თევზეულზე. არჩევნებამდე სამი დღით ადრე ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ სომხეთს ფინანსურ დახმარებას გაუწევდა და შეისყიდდა ათასობით ყვავილს, რომელიც მანამდე რუსეთის ბაზარზე გადიოდა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

იმედი

POLITICO: ტრამპი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინას, თუ ევროპა მას ირანთან დაკავშირებით დაეხმარება

POLITICO: ტრამპი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინას, თუ ევროპა მას ირანთან დაკავშირებით დაეხმარება

იმედი

ლადო სადღობელაშვილი სამადაშვილს: მოიხსენით შურის და ზიზღის ფერი სათვალე, შეხედეთ საქართველოს და თქვით სიმართლე, რომელიც ასე ჟღერს: საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს განვითარებით

ლადო სადღობელაშვილი სამადაშვილს: მოიხსენით შურის და ზიზღის ფერი სათვალე, შეხედეთ საქართველოს და თქვით სიმართლე, რომელიც ასე ჟღერს: საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს განვითარებით

იმედი

ნიკოლოზ მეტრეველი სალომე სამადაშვილის განცხადებაზე: შეიძლება ხელისუფლება გააკრიტიკო, ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრო და სოციალური გამოწვევები დაასახელო, მაგრამ ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური სლოგანების გამოყენება ძალიან უნიჭო, ძველი ხრიკია, რომელიც ქართულ საზოგადოებაზე დიდი ხანია აღარ მუშაობს