მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: სანქციების მიუხედავად, რუსულ რაკეტებში კვლავ დასავლური წარმოების კომპონენტებია
Financial Times: სანქციების მიუხედავად, რუსულ რაკეტებში კვლავ დასავლური წარმოების კომპონენტებია

Financial Times: სანქციების მიუხედავად, რუსულ რაკეტებში კვლავ დასავლური წარმოების კომპონენტებია

იმედი|imedinews.ge

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსული ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც ხუთშაბათს უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმისას გამოიყენეს, მიმდინარე წელს არის წარმოებული დასავლური კომპონენტებით, რაც ხაზს უსვამს მოსკოვის უნარს, გვერდი აუაროს სანქციებს, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.

კიევის საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული თავდასხმის ადგილიდან მოპოვებული რაკეტის ნამსხვრევების ფოტოებზე, რამაც სულ მცირე 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ჩანს Kh-101-ის ნაწილები.

ეს არის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ფრთოსანი რაკეტა, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებისას იყენებს. აღნიშნული ფოტოები უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა, დამოუკიდებელმა ექსპერტმა და Financial Times-მა შეისწავლეს.

ვლადისლავ ვლასიუკმა, უკრაინის მთავარმა ოფიციალურმა პირმა სანქციების საკითხებში, Financial Times-ს განუცხადა, რომ ყველა Kh-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა, რომელიც კიევს მოხვდა და უკრაინელმა ექსპერტებმა შეისწავლეს, 2026 წლის მეორე კვარტალში იყო წარმოებული.

„თითოეული რაკეტა 100-ზე მეტ დასავლური წარმოების კომპონენტს შეიცავდა“, - აღნიშნა ვლასიუკმა.

იმავე ტიპის Kh-101 რაკეტა, როგორიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და რომელიც 20 იანვრის თავდასხმის შემდეგ შეისწავლეს, შეიცავდა ისეთი ამერიკული ბრენდების ჩიპებს, როგორებიცაა Texas Instruments, AMD და Kyocera AVX, ასევე გერმანული Harting Technology Group-ის, ნიდერლანდური Nexperia-სა და სხვათა პროდუქციას - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა Financial Times-ს მიაწოდა.

რამდენიმე დეტალს ჰქონდა სერიული ნომერი, რომელიც მიუთითებდა, რომ ისინი 2024 და 2025 წლებში იყო დამზადებული - სანქციების დაწესებიდან დიდი ხნის შემდეგ. იანვრის თავდასხმისას ჩამოვარდნილ ნამსხვრევებში ასევე აღმოაჩინეს ჩინური და ტაივანური წარმოების რამდენიმე კომპონენტი.

„ექსპორტის წესების აღსრულება რთულია: მას შემდეგ, რაც დასავლური კომპანიები პროდუქციას გაყიდიან, ისინი მესამე პირებმა შეიძლება რუს მყიდველებზე გადაყიდონ. რუსულ რაკეტებში აღმოჩენილი ზოგიერთი კომპონენტი ასევე ყალბი აღმოჩნდა - ამ შემთხვევაში ჩინური ქარხნები დასავლური ნივთების კლონებს ამზადებენ“, - ნათქვამია სტატიაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წარმოების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • ჩინეთმა ჩიპების საწარმოო მოწყობილობის წარმოება დაიწყო, რამაც ჰოლანდიური ASML-ის აქციები 5.8%-ით შეამცირაBM.GE
  • მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან დაკავშირებით შსს-მ საქმის წარმოება დაიწყოფორმულა
  • Patriot-ის უკრაინაში წარმოების დაწყებამდე ტექნიკური დეტალები რჩებატვ პირველი
წარმოების →სანქციების →რუსული →

მსგავსი სტატიები

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

იმედი

ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს