მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: ტრამპის პოზიციის მოულოდნელმა ცვლილებამ უკრაინასთან დაკავშირებით ნატოს ევროპელი მოკავშირეები დაამშვიდა
Financial Times: ტრამპის პოზიციის მოულოდნელმა ცვლილებამ უკრაინასთან დაკავშირებით ნატოს ევროპელი მოკავშირეები დაამშვიდა

Financial Times: ტრამპის პოზიციის მოულოდნელმა ცვლილებამ უკრაინასთან დაკავშირებით ნატოს ევროპელი მოკავშირეები დაამშვიდა

იმედი|imedinews.ge

ნატოს ევროპელი ლიდერებისთვის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკული განცხადებები ალიანსის მისამართით ანკარაში გამართულ სამიტზე მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მისი თბილი გზავნილები უკრაინის მიმართ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის შეფასებით, ტრამპის მოულოდნელი შემობრუნება, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ღია კრიტიკიდან უკრაინისთვის ამერიკული იარაღის წარმოების შესაძლებლობის მხარდაჭერამდე, ნატოს სამიტის ყველაზე გამორჩეული მომენტი იყო.

Financial Times-ი წერს, რომ ზოგიერთ ეპიზოდში სამიტი იმდენად უჩვეულო მიმართულებით ვითარდებოდა, რომ თითქმის აბსურდულიც კი ჩანდა.

ტრამპის ახალი რიტორიკის ფონზე ევროპელი მოკავშირეები ფრთხილ ოპტიმიზმს გამოხატავენ და მიიჩნევენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, შესაძლოა, კიევის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილება განახორციელა.

„საქმე საკმაოდ მარტივია. ტრამპს გამარჯვებულები მოსწონს. ბოლო პერიოდში კი უკრაინა გამარჯვებას იწყებს“, - განუცხადა გამოცემას ნატოს ერთ-ერთმა დიპლომატმა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპელი ლიდერებისთვის ტრამპის მუქარები - ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ, მოკავშირეების ტერიტორიების მიმართ მისი პრეტენზიები, უკმაყოფილება თავდაცვის არასაკმარისი დაფინანსების გამო და კრიტიკა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც ირანზე თავდასხმისთვის ამერიკულ სამხედრო ავიაციას საკუთარი ბაზებისა და საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცეს - უკვე კარგად ნაცნობი თემებია. ევროპელებმა ისწავლეს, ასეთ განცხადებებს განსაკუთრებული ყურადღება აღარ მიაქციონ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინული მედია: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი შესაძლოა ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას დაამტკიცონ, თუმცა „შემსუბუქებული“ სახით - კერძოდ, სანქციების სიაში არ იქნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი

შალვა თხელიძე: შუა დერეფანი არის ლოგიკურად ევროკავშირის ინტერესი, თუმცა ამ ლოგიკაში არ ჯდება მათი დამოკიდებულება და მიმართება საქართველოსთან მიმართებაში. ეს გამოწვევას უქმნის გარკვეულწილად საქართველოს ხელისუფლებას

შოთა თხელიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაზე: ობიექტურობა ამ ორგანიზაციამ დაკარგა. ეუთო გამოიყენება საერთაშორისო წნეხის ინსტრუმენტად დასავლეთის მხრიდან. როდესაც მხარეს ბრალს გდებენ იმაში, რაც არ ჩაგიდენია, ცოტა არასერიოზულია. ამიტომ გარკვეულწილად პოლიტიკური წონაც აჩვენა ქართულმა მხარემ, როდესაც დემონსტრაციული დემარში განახორციელა

ხულოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, სხვადასხვა პროფილის ექიმ სპეციალისტებმა უფასო კონსულტაციები და კვლევები ჩაუტარეს

ხულოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, სხვადასხვა პროფილის ექიმ სპეციალისტებმა უფასო კონსულტაციები და კვლევები ჩაუტარეს

იმედი