მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: ვლადიმერ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ინტერესი დაკარგეს
Financial Times: ვლადიმერ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ინტერესი დაკარგეს

Financial Times: ვლადიმერ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ინტერესი დაკარგეს

იმედი|imedinews.ge

რუსეთსა და უკრაინაში ფიქრობენ, რომ აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენის პერსპექტივა, ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების შემთხვევაშიც კი, მცირეა. ინფორმაციას Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დიდი ტერიტორიის ძალით დაპყრობაზე გადაიტანა ყურადღება და მზად არის უფრო მეტი მოთხოვნა წაუყენოს კიევს მას შემდეგ, რაც დონბასის საკვანძო რეგიონს ხელში ჩაიგდებს.

ამასთან, კიევის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ მას შემდეგ, რაც ფრონტის ხაზზე რუსეთის წინსვლა შეაჩერეს და უპილოტო საფრენი აპარატებით რუსულ ინფრასტრუქტურას დიდი ზიანი მიაყენეს, აშშ უკრაინულ მხარეზე ისეთ ძლიერ ზეწოლას აღარ განახორციელებს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ „ჩვენ სულ უფრო ვუახლოვდებით“ გარიგებას, არცერთი მხარე მოლაპარაკებების გაგრძელებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. ამერიკელი ჩინოვნიკები უარყოფენ ინფორმაციას, რომ ოდესმე უკრაინაზე ზეწოლას ახდენდნენ, - წერს Financial Times-ი.

უკრაინული მხარე უკვე თებერვალში ფიქრობდა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და იმედგაცრუებული იყო იმით, რომ ვაშინგტონმა პუტინზე ზეწოლა ვერ მოახდინა, რათა მას საკუთარი მოთხოვნები შეერბილებინა.

„ამერიკულმა მხარემ რუსეთთან მოლაპარაკებების დროს ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა. „ყველაფერი, რის განხილვაც შეიძლებოდა, უკვე განხილულია“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

NBC News: აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება

The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს

CBS News: აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ

CBS News: აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ

იმედი

ტრამპი: უკრაინა ძალიან მდიდარია, მას აქვს ძალიან ნოყიერი ნიადაგი იშვიათი ლითონების თვალსაზრისით - ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას და შეგვიძლია იქ ნებისმიერ დროს შევიდეთ და თითქმის ყველაფერი ავიღოთ, რაც გვსურს, ეს საკმაოდ კარგი შეთანხმებაა