მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times-ის მიმომხილველი: უკრაინა-ირანის კონფლიქტი შესაძლოა ახალი მსოფლიო ომისკენ გადადგმული მეორე ნაბიჯი იყოს
Financial Times-ის მიმომხილველი: უკრაინა-ირანის კონფლიქტი შესაძლოა ახალი მსოფლიო ომისკენ გადადგმული მეორე ნაბიჯი იყოს

Financial Times-ის მიმომხილველი: უკრაინა-ირანის კონფლიქტი შესაძლოა ახალი მსოფლიო ომისკენ გადადგმული მეორე ნაბიჯი იყოს

იმედი|imedinews.ge

ამ ეტაპზე უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში მიმდინარე კონფლიქტები ფართო გაგებით ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის, თუმცა, Financial Times-ის მიმომხილველის, გიდეონ რაჰმანის შეფასებით, არ არის გამორიცხული, ისინი გლობალურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

რაჰმანის თქმით, გასულ უქმეებზე ირანმა განაცხადა, რომ უკრაინამ კასპიის ზღვაში ირანული სავაჭრო გემი ჩაძირა, რასაც ერთი მეზღვაური ემსხვერპლა.

უკრაინულმა მხარემ დაადასტურა კასპიის ზღვაში ირანულ ხომალდებზე შორი მანძილიდან იერიშების მიტანა და აღნიშნა, რომ სამიზნეს რუსეთისკენ მიმავალი სამხედრო-სატვირთო გემები წარმოადგენდა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრეც აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთის მხარეს საბრძოლველად კიდევ 30 000 სამხედროს გაგზავნას აპირებდა. რაჰმანის თქმით, 2024 წელს, როდესაც ფრონტის ხაზზე ჩრდილოეთკორეელთა პირველი კონტინგენტი გამოჩნდა, ზელენსკიმ მათი გაგზავნა „მსოფლიო ომისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად“ შეაფასა.

„ახლა, როცა უკრაინა ირანთან პირდაპირ დაპირისპირებაში ებმება, შეიძლება ითქვას, რომ მეორე ნაბიჯიც გადაიდგა“, - აღნიშნავს მიმომხილველი.

რაჰმანის შენიშვნით, პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოები ერთმანეთს პირდაპირ ებრძოდნენ. მისივე თქმით, დღევანდელი სამხედრო კონფლიქტები უკვე ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს.

რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მზარდმა დაახლოებამ ამერიკელ სტრატეგთა ნაწილს უბიძგა, ეს ოთხეული „მოწინააღმდეგეთა ღერძად“ მოეხსენიებინა - აღნიშნავს რაჰმანი. მისი შეფასებით, დონალდ ტრამპის ხშირად ხისტი დამოკიდებულება ამერიკის ტრადიციულ მოკავშირეებთან, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ ისრაელს ევროპასა და სპარსეთის ყურის ზოგიერთ ქვეყანაში გარიყულ სახელმწიფოდ აღიქვამენ, ართულებს ისეთი ერთიანი ბლოკის ჩამოყალიბებას, რომელიც ამ ანტიამერიკულ ალიანსს ეფექტურად დაუპირისპირდება.

რაჰმანი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის გადაწყვეტილება, შევიდეს დაპირისპირებაში ირანთან, ნაწილობრივ იყოს მცდელობა, შეიქმნას უფრო შეკრული ბლოკი „მოწინააღმდეგეთა ღერძთან“ დასაპირისპირებლად. მან აღნიშნა, რომ ვიდრე კასპიის ზღვაში მომხდარის დეტალები სადავო რჩება, უკრაინის მოტივების დადგენა ახლა რთულია.

გარდა ამისა, რაჰმანის ვარაუდით, უკრაინა შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების მკვეთრად გაუმჯობესების შანსს ხედავდეს იმის დემონსტრირებით, თუ რამდენად აქტიურად ეხმარება რუსეთი ირანს აშშ-ის წინააღმდეგ. მან იქვე გაახსენა მკითხველს, რომ ზელენსკიმ ადრეც მიანიშნა: რუსეთი ირანს აწვდის სადაზვერვო მონაცემებს, რომელთაც თეირანი რეგიონში ამერიკულ ჯარებსა და ბაზებზე იერიშებისთვის იყენებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 263 სტატია.

  • უკრაინამ კასპიის ზღვის აუზში რუსეთის ნავთობინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანაBM.GE
  • თეთრი სახლი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჩართვას გეგმავსფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60-ზე მეტი დაშავდა

იმედი

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

განიხილავს თუ არა ბრიუსელი საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწისთვის ევროკავშირის დაფინანსების გაყინვას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

სურსათის ეროვნული სააგენტო ,1886 საბავშვო ბაღს შეამოწმებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სურსათის ეროვნული სააგენტო ,1886 საბავშვო ბაღს შეამოწმებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ჩაქვისთავობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო

იმედი