მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. თეთრი სახლი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჩართვას გეგმავს
თეთრი სახლი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჩართვას გეგმავს

თეთრი სახლი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჩართვას გეგმავს

ფორმულა|formulanews.ge

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, თეთრი სახლი განიხილავს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში CIA-ის დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ჩართულობის გაზრდას. წყაროების ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაცია გეგმავს შეამციროს პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის როლი, რომლებიც აქამდე კიევსა და მოსკოვთან დიალოგს უძღვებოდნენ.

რეტკლიფთან დაახლოებულმა ოფიციალურმა პირებმა ევროპელ კოლეგებს უკვე აცნობეს, რომ დაზვერვის ხელმძღვანელი დიპლომატიურ პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთვება და ორივე ქვეყნის სპეცსამსახურებთან პირდაპირ კონტაქტს შეინარჩუნებს.

თუმცა, FT-ის ცნობით, დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. სტივ უიტკოფი სავარაუდოდ შეინარჩუნებს სპეცგზავნილის პოსტს და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებას უხელმძღვანელებს, ხოლო უკრაინის საკითხზე შესაძლოა რეტკლიფთან ერთად განაგრძოს მუშაობა. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ ადმინისტრაციის შიგნით რეტკლიფსა და უიტკოფს შორის გავლენების გადანაწილებაზე დისკუსია კვლავ მიმდინარეობს.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 230 სტატია.

  • Starlink-ის ალტერნატივის ძიებაში უკრაინა Nokia-სა და ICEYE-სთან პარტნიორობას იწყებსBM.GE
  • რუსეთმა უკრაინას 16 ბალისტიკური რაკეტითა და 200-ზე მეტი დრონით შეუტია - 550 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩატვ პირველი
  • "არ ვიცი, რომელი პარტიები აიკრძალა, ალბათ არის რაღაც საფუძვლიანი განსხვავება" - გიორგი ჭანტურია მოლდოვასა და უკრაინაში პარტიების აკრძალვაზერუსთავი 2
  • პუტინი მზადაა, გასცეს მითითება, არ დაარტყან უკრაინას არჩევნების დღეს – პესკოვინეტგაზეთი
უკრაინის →სახლი →

მსგავსი სტატიები

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

ფორმულა

კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში

კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში

ფორმულა

კობახიძე: ოფიციალურ ვახშამზე მადიარს ორმხრივ ურთიერთობებზე ვესაუბრე

კობახიძე: ოფიციალურ ვახშამზე მადიარს ორმხრივ ურთიერთობებზე ვესაუბრე

ფორმულა

ნივთმტკიცებად ამოიღეს "მეთადონი", "ამფეტამინი", პისტოლეტი, მჭიდი - დაკავებულია 1 პირი

ნივთმტკიცებად ამოიღეს "მეთადონი", "ამფეტამინი", პისტოლეტი, მჭიდი - დაკავებულია 1 პირი

ფორმულა