მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. France 24: საფრანგეთი რუს ჟურნალისტს ქსენია ფიოდოროვას ქვეყნიდან აძევებს
France 24: საფრანგეთი რუს ჟურნალისტს ქსენია ფიოდოროვას ქვეყნიდან აძევებს

France 24: საფრანგეთი რუს ჟურნალისტს ქსენია ფიოდოროვას ქვეყნიდან აძევებს

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუს ჟურნალისტს ქსენია ფიოდოროვას ქვეყნის დატოვება დაევალა. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

ფრანგული ტელეარხის ცნობით, ხელისუფლება მას ფრანგულ ტელევიზიასა და რადიოში კრემლის პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებს.

საქმესთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინების შემდეგ ფიოდოროვა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. მას ყოველდღიურად პოლიციის განყოფილებაში გამოცხადება ევალება.

დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები უკვე დიდი ხანია აფრთხილებენ საზოგადოებას რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ RT-ის ყოფილი ჟურნალისტის გავლენის შესახებ. მათი შეფასებით, ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთში მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

ფიოდოროვას დამსაქმებლებმა განაცხადეს, რომ მისი გაძევების გადაწყვეტილებამ ისინი „გააოცა“ და მას „გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებით მძიმე დარღვევა“ უწოდეს.

ფიოდოროვა, რომელიც 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საფრანგეთში აკრძალული RT France-ის ხელმძღვანელი იყო, ამჟამად ფრანგი მილიარდერის, ვინსენ ბოლორეს მედიაჰოლდინგში შემავალი მედიასაშუალებების ჟურნალისტია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Airbus-ის თვითმფრინავმა ისტორიული რეკორდი დამყარა

Airbus-ის თვითმფრინავმა ისტორიული რეკორდი დამყარა

იმედი

მიხეილ სარჯველაძე სილვიუ დომენტეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმღვანელის პოზიციაზე თავის მისიას ასრულებს

მიხეილ სარჯველაძე სილვიუ დომენტეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმღვანელის პოზიციაზე თავის მისიას ასრულებს

იმედი

პოლონური არმიის მტკიცებით, გვიან ღამით პოლონეთის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტი ჩამოვარდა

პოლონური არმიის მტკიცებით, გვიან ღამით პოლონეთის ტერიტორიაზე ამოუცნობი ობიექტი ჩამოვარდა

იმედი

100-ზე მეტი ტრენინგი და 1600-ზე მეტი გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა მარტვილში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა

100-ზე მეტი ტრენინგი და 1600-ზე მეტი გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა მარტვილში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა

იმედი