მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე: საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება, განმტკიცება და შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ურყევი კეთილსინდისიერებით, ღიაობითა და ანგარიშვალდებული საჯარო საქმიანობით
გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე: საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება, განმტკიცება და შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ურყევი კეთილსინდისიერებით, ღიაობითა და ანგარიშვალდებული საჯარო საქმიანობით

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე: საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება, განმტკიცება და შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ურყევი კეთილსინდისიერებით, ღიაობითა და ანგარიშვალდებული საჯარო საქმიანობით

იმედი|imedinews.ge

„იმ ფონზე, როდესაც კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები და ხელოვნური ინტელექტი ფორმას უცვლის სამყაროს, ჩვენი მომავალი დამოკიდებულია ინსტიტუტებზე, რომლებიც უნდა იყვნენ ინოვაციური და მზად იყვნენ ადაპტაციისთვის“, - ეს განცხადება საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის გახსნაზე ლი ჯუნჰუამ გააკეთა.

მან მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს საჯარო სერვისების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაერო-ს ფორუმის მასპინძლობისთვის და ღონისძიების მონაწილეებს ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

„კიდევ ერთხელ მსურს, მადლიერება გამოვხატო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ საჯარო სერვისების განვითარების საქმის ხანგრძლივი ერთგულებისა და 2026 წლის საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის მასპინძლობისთვის“, - განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

ლი ჯუნჰუამ ღონისძიების მონაწილეებს გენერალური მდივნის გზავნილი გააცნო, სადაც ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ საჭიროა საჯარო მოხელეების - იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც პოლიტიკას პროგრესად აქცევენ.

„გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, საჯარო მოხელეებს შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ეფექტური მმართველობის გაძლიერებას და მოქალაქეებსა და ინსტიტუტებს შორის ნდობის აღდგენას. მოდი, მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკას პროგრესად აქცევენ და ერთად ავაშენოთ უკეთესი მომავალი ყველასთვის“.

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, ფორუმი ფოკუსირებულია ოთხ ძირითად მიმართულებაზე: ინოვაცია, ინკლუზიურობა, ჩართულობა და ანგარიშვალდებულება.

„ინოვაცია აუცილებლობაა. საჯარო ინსტიტუტებმა უნდა გამოიყენონ სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესი და ციფრული ტრანსფორმაცია. ტრანსფორმაცია წარმატებულია მხოლოდ მაშინ, თუ ის არავის ტოვებს ყურადღების მიღმა; ნამდვილი ჩართულობა კი, აშენებს საზოგადოებრივ ნდობას. დიალოგისა და ერთობლივი შემოქმედებისთვის რეალური სივრცის შექმნით მთავრობები აძლიერებენ საზოგადოების მხრიდან პროცესების თანამონაწილეობის განცდას, აუმჯობესებენ პოლიტიკის შედეგებს. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შეუცვლელია. სწრაფი ცვლილებების პერიოდები ხშირად ბადებს გაურკვევლობასა და სკეპტიციზმს. საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება, განმტკიცება და შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ურყევი კეთილსინდისიერების, ღიაობისა და ანგარიშვალდებული საჯარო საქმიანობისადმი მუდმივი ერთგულებით“, - განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გაეროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროშიBM.GE
  • გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას მხარი დაუჭირაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვარუსთავი 2
  • რა მისიით მიდის კობახიძე გაეროში - რას ამბობენ "ოცნებაში"ტვ პირველი
გაეროს →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი