მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გაერთიანებულ სამეფოში ტერორისტული საფრთხის დონე „სერიოზულამდე“ გაიზარდა
გაერთიანებულ სამეფოში ტერორისტული საფრთხის დონე „სერიოზულამდე“ გაიზარდა

გაერთიანებულ სამეფოში ტერორისტული საფრთხის დონე „სერიოზულამდე“ გაიზარდა

იმედი|imedinews.ge

გოლდერს გრინში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოში ტერორისტული საფრთხის ეროვნული დონე „მნიშვნელოვანიდან“ „სერიოზულ“ ნიშნულამდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თავდასხმის მცდელობა მაღალი ალბათობითაა მოსალოდნელი.

ტერორიზმის ანალიზის გაერთიანებული ცენტრის (JTAC) განცხადებით, საფრთხის დონის ამაღლება მხოლოდ გუშინდელ თავდასხმას არ უკავშირდება.

უწყების განმარტებით, საფრთხე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა, რაც განპირობებულია ქვეყნის შიგნით არსებული ისლამისტური და უკიდურესი მემარჯვენე ჯგუფებისა თუ ცალკეული პირების გააქტიურებით.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შაბანა მაჰმუდმა მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდა:

დღეიდან ეროვნული საფრთხის დონე გახდა „სერიოზული“, რაც ნიშნავს, რომ ტერორისტული თავდასხმა მიჩნეულია ძალიან სავარაუდოდ. ვიცი, რომ ეს ბევრისთვის იქნება შეშფოთების საფუძველი, განსაკუთრებით ჩვენი ებრაული თემისთვის, რომელმაც ისედაც ბევრი გადაიტანა.

მინისტრის განცხადებით, მთავრობამ უკვე დააანონსა ინვესტიციების რეკორდული ზრდა ებრაული თემის დასაცავად. დაფინანსება მიმართული იქნება სინაგოგების, სკოლებისა და სათემო ცენტრების პოლიციური მეთვალყურეობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია, რათა საზოგადოება ანტისემიტიზმის ბოროტებისგან გავათავისუფლოთ“, - დასძინა მაჰმუდმა და მოქალაქეებს სთხოვა, ნებისმიერი საეჭვო გარემოების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნანა კაკაბაძე: დღევანდელ ოპოზიციას ხელისუფლებაში ყოფნის 9-წლიან პერიოდში მთელი დასავლური სამყარო „ლიბერალებს“ ეძახდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ოპოზიციაში ყოფნის 14 წლის განმავლობაში მათ სულ უფრო მეტად გამოავლინეს საკუთარი სახე, დაამტკიცეს, რომ მათი მამოძრავებელი და მაცოცხლებელი იდეოლოგია სწორედ ნაციზმია

NBC News: აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება

The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს

CBS News: აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ

CBS News: აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ

იმედი