მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „გახდი მედიაწიგნიერების ტრენერი“ – ComCom-ი ახალ კონკურსს აცხადებს
„გახდი მედიაწიგნიერების ტრენერი“ – ComCom-ი ახალ კონკურსს აცხადებს

„გახდი მედიაწიგნიერების ტრენერი“ – ComCom-ი ახალ კონკურსს აცხადებს

იმედი|imedinews.ge

კომუნიკაციების კომისია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (TPDC) მხარდაჭერით, პირველად აცხადებს კონკურსს „გახდი მედიაწიგნიერების ტრენერი“.

პროექტის მიზანია მედიაწიგნიერების მიმართულებით კვალიფიციური ტრენერების მომზადება, რომლებიც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას საგანმანათლებლო პროცესში გამოიყენებენ და სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიაში მედიაწიგნიერების კომპეტენციების განვითარებას შეუწყობენ ხელს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება 7 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით შეუძლია ყველას, ვისაც აქვს სწავლების, ტრენინგის ჩატარების ან საგანმანათლებლო საქმიანობის გამოცდილება და დაინტერესებულია მედიაწიგნიერებით.

კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული 10 კანდიდატი გაივლის ტრენერთა მომზადების სპეციალიზებულ პროგრამას (Training of Trainers – ToT) და მიიღებს მედიაწიგნიერების სერტიფიცირებული ტრენერის სტატუსს.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, სწავლების, ან სხვა საგანმანათლებლო საქმიანობის გამოცდილება, ასევე მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული ცოდნა ან/და პრაქტიკული გამოცდილება.

უპირატესობად ჩაითვლება მედიაწიგნიერების/ციფრული წიგნიერების მიმართულებით სწავლების, საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის, სასწავლო მასალების შექმნისა და სხვადასხვა ასაკობრივ თუ პროფესიულ ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, სადაც გაეცნობიან განაცხადის წარდგენის პირობებს და წარმოადგენენ რეზიუმეს (CV), უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, 2-5 წუთიან სამოტივაციო ვიდეოს თემაზე - „რატომ მინდა გავხდე მედიაწიგნიერების ტრენერი?“, ასევე, არსებობის შემთხვევაში, შესაბამის სერტიფიკატებსა და პროფესიულ პორტფოლიოს.

რეგისტრაციისა და კონკურსის პირობების გასაცნობად იხილეთ ბმული.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პრემიერი: მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში, გასულ წელთან შედარებით, 24 %-ით არის გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვი ენს ნავსადგურებში, რაც ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე მეტყველებს, მაქსიმალურად ვზრუნავთ შესაბამისი კავშირების გაძლიერებაზე, დაგეგმილია 7 მლრდ დოლარის ინვესტიციების განხორციელება საპორტო და სხვა ინფრასტრუქტურაში

არჩილ გორდულაძე დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერზე: შინაარსში შესვლასაც კი ალბათ აზრი არ აქვს, რადგან ყველა ძალიან კარგად ხვდება და კარგად მოისმინა თუ როგორი ალოგიკური, ერთმანეთთან დაუკავშირებელი და აზრს მოკლებული იყო ის ე.წ ინტერვიუ, რაც გავრცელდა

ირანი სპარსეთის ყურეში ახალი შეზღუდული ზონის შექმნას გეგმავს

ირანი სპარსეთის ყურეში ახალი შეზღუდული ზონის შექმნას გეგმავს

იმედი

მარიამ ქვრივიშვილი: დღეს 21 000-ზე მეტი სერტიფიცირებული ქართველი მეზღვაური გვყავს, მაშინ, როცა 2012 წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 8 000 იყო. მათი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს - დღეს ქართველ მეზღვაურებს აღიარებს მსოფლიოს 75 წამყვანი საზღვაო დროშა, მათ შორის ევროკავშირი