მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Gallup-ის გამოკითხვა: უკრაინელების 66% ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დაწყებას უჭერს მხარს
Gallup-ის გამოკითხვა: უკრაინელების 66% ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დაწყებას უჭერს მხარს

Gallup-ის გამოკითხვა: უკრაინელების 66% ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დაწყებას უჭერს მხარს

იმედი|imedinews.ge

2026 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინის ზრდასრული მოსახლეობის 24% მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ბრძოლა გამარჯვებამდე უნდა გააგრძელოს, ხოლო 66%-ის აზრით, ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს კომპანია Gallup-ი ავრცელებს.

კვლევის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებლები 2025 წლის შედეგების თითქმის იდენტურია. ამასთან, ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდება 2022 წლის მონაცემებისგან, როდესაც სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გამოკითხულთა 73% ომის გაგრძელებას უჭერდა მხარს, ხოლო 22% სწრაფი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობოდა.

Gallup-ის მონაცემებით, 2024 წლიდან მოყოლებული, მოლაპარაკებების გზით ომის დასრულების მომხრეები უკრაინაში უმრავლესობას წარმოადგენენ.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე, სადაც ამჟამად მოსახლეობის 63% ომის სწრაფ დასრულებას უჭერს მხარს, ფრონტის ხაზი გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ხოლო საბრძოლო მოქმედებებში სულ უფრო დიდ როლს დრონები ასრულებენ. მათი შეფასებით, რუსული ძალების წინსვლის ტემპი ისტორიულად დაბალია, მიუხედავად დიდი დანაკარგებისა, უკრაინულმა ძალებმა კი ბოლო პერიოდში გარკვეული ტერიტორიების დაბრუნება შეძლეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინაBM.GE
  • რას ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის პოზიციაშინეტგაზეთი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
  • ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ "ივანიშვილის გაკეთილშობილება არ მოხდება": ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილსრუსთავი 2
მხარს →

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი