მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი CEENQA-ს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი CEENQA-ს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი CEENQA-ს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

იმედი|imedinews.ge

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მარგიშვილი, ხორვატიაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელის (CEENQA) გენერალურ ასამბლეაზე, ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ლაშა მარგიშვილის კანდიდატურას, აღამსრულებელ საბჭოსა და ქსელში გაერთიანებული ევროპის 28 ქვეყნის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების წარმომადგენლებლა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

CEENQA-ს გენერალური ასამბლეა მიეძღვნა მისი დაარსებიდან 25 წლის იუბილეს, რომელსაც ესწრებოდნენ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) პრეზიდენტები, აგრეთვე სხვადასხვა საერთაშორისო და ევროპული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია - ცენტრში მიმდინარე პროცესების დიჯიტალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციის პრაქტიკის თაობაზე, რაც ცენტრის საქმიანობის თანამედროვე მიდგომებსა და განვითარებაზე არის ორიენტირებული.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლობა CEENQA-ს აღმასრულებელ საბჭოსა და ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე ცენტრს აძლევს დამატებით შესაძლებლობას აქტიურად ჩაერთოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების განხილვასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაში.

CEENQA 2001 წელს დაფუძნდა და წევრ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გზით ხელს უწყობს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების განვითარებას.

ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.ceenqa.org/

ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი